"ეს "გადამფრენი ფრინველები" თუკი აქ დაიბუდებენ, უნდა გვახსოვდეს, რომ "ცივ ქვეყანაში" აღარ გაფრინდებიან, - აქ გადმოიტანენ იმ ქვეყანას!" - ბონდო მძინარაშვილი საქართველოსკენ დაძრულ "ლტოლვილების" ნაკადზე
ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში უკრაინა - რუსეთის ომზე წერს და საქართველოსკენ რუსი "ლტოლვილების" ნაკადს ეხმაურება:
"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო:
ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ.
ვურჩევდი მათ, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა.
ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას.
ვერ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების ესკალაციის ან გაუარესების აუცილებლობას.
ყველა ჩვენი ქმედება წარმოიქმნება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ,“ - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ყველამ უნდა იფიქროს „ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ნორმალურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების ნორმალურად განვითარებაზე.“
თქვა და დაიძრა პუტინის პოლიტიკით "აღშფოთებული" და ეკონომიკური სანქციებით "შეშფოთებული" რუსების კოლონა საქართველოსკენ!
ზოგი ამბობს, - დროებით ჩამოვედიო, ზოგიც პირდაპირ აცხადებს, - აქ ცხოვრებას ვაპირებო!
ვისაც გგონიათ, რომ ამ პროცესს რუსეთის სპეცსამსახურები არ აკონტროლებენ და ამ დაძაბულობის დროს ასე მარტივად უშვებენ ახალგაზრდა რუსებს (ოჯახებიანად!) საქართველოში, თქვენი გულუბრყვილობის პირდაპირპროპორციული გულწრფელობით გეტყვით:
მშურს თქვენი ღვთისმოსაობისა!
რა ტურისტები, ხალხო, რა ტურისტები?!
რა დროებით და რა საცხოვრებლად ჩამოსვლა, ვერ ხვდებით, რა ხდება?!
ჰო, პირს ნუ დააღებთ, მე - ბონდო მძინარაშვილი გეუბნებით ამას!
ეს ძალიან საშიში პროცესია!
დღეს დათესილი სიბრიყვის მომწამვლელ ნაყოფს სულ მალე ვიგემებთ!
არ მინდა ყალბი პათეტიკა და ადამიანის სიყვარულზე აღმატებული საუბრები!
ვინც რუსეთის და, ზოგადად, იმპერიების ხასიათს იცნობს, ძალიან კარგად ხვდება, რას ნიშნავს ამ "პუტინზე განაწყენებულების" მასობრივი ჩამოსვლა!
ამიტომ, ხალხი აბსოლუტურად მართალია, როცა მათ სახლის კარს არ უღებს!
თუ ვინმეს ნათესავი ან მეგობარი ჰყავს, დაპატიჟოს და თავისთან აცხოვროს, მაგრამ ეს "გადამფრენი ფრინველები" თუკი აქ დაიბუდებენ, უნდა გვახსოვდეს, რომ "ცივ ქვეყანაში" აღარ გაფრინდებიან, - აქ გადმოიტანენ იმ ქვეყანას!
ვიმეორებ:
ეს ძალიან საშიში პროცესია და ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს!
ყველას გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე!", - წერს მძინარაშვილი.
სხვა სიახლეები:
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...
1792833199
ახალი ამბებიეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...































