საპატრიარქო - ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას

„პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან“, - საქართველოს საპატრიარქო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი,  სალომე ზურაბიშვილი მიიღო. პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

🔵 პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა

🔵 „პრეზიდენტმა, წინ წამოსწია თავის როლი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა და აშშ მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792162860

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთოს მოქმედი თა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1792162018

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...

ბექა ოდიშარია

1792159555

ახალი ამბები

არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...

პროკურატურაპროკურატურა

1792157386

ახალი ამბები

ნოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...

ნოდარ ბოკერია

1792156009

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ბიზნესი