„1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს“ - ღარიბაშვილი
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩემ მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს. - ინფორმაციას ამის შესახებ, პრემიერი ღარიბაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
„2022 წლის 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.
1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.
1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.
აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე - რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.
სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადობრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს - ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს.“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ამავე თემაზე:
📌 ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობთ, ონლაინკაზინოებს გავუზარდოთ გადასახადები და აიკრძალოს რეკლამა
📌 გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით და ბანკებით - ღარიბაშვილი
1792130354
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშ...
1792130251
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, რომლებიც სავსეა მოღალატეებით
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“...
1792129361
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მე-17 ტარდება. მთავრობის მეთაუ...
1792127915
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება - ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორის...
1792126388
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე სესიის ფარგლებში ბ...


























