ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობთ, ონლაინკაზინოებს გავუზარდოთ გადასახადები და აიკრძალოს რეკლამა
"ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზიონები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა გეგმავს საკანონმდებლო წინადადება შეიტანოს პარლამენტში ონლაინ კაზინოების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით.
"სათამაშო ბიზნესი და ონლაინკაზიონოები ძალიან ადარდებს მოსახლეობას. მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინკაზიონების მეშვეობით.
ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები, ყოველდღე თამაშობენ კაზინოებში და აგებენ ფულს.
მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლლობელებისთვის.
პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზიონები", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 პრემიერი: ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს შევთავაზებთ
1790258859
ახალი ამბებითემურ დადიანი ჰენრი ვორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარალიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილეს თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit A...
1790258602
ახალი ამბებისაქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - „შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია“
საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს....
1790257350
ახალი ამბებირუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება
თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვიდეოჩართვისას განა...
1790257041
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის
დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტ...
1790256557
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება მიგაჩნდეს, ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა, საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას
„ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი“, – ამის შესახებ პ...






























