13 დეკემბერს წასაკითხი ძლიერი ლოცვა ანდრია პირველწოდებულის მიმართ, რომელიც კეთილდღეობას ანიჭებს მთელ ოჯახს

მოციქული ანდრია პირველწოდებული იყო მოციქულთაგან პირველი, ვინც გაჰყვა ქრისტეს, შემდეგ კი მასთან მიიყვანა თავისი ძმა, პეტრე მოციქული. ის ბეთსაიდიდან იყო და სიყრმიდანვე მთელი სულით სწამდა ღმერთის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში.

 

ანდრია პირველწოდებული საქართველოში თავად ღვთისმშობელმა მარიამმა გამოაგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით, რათა მას ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ექადაგა.

აჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც თურმე თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ჩვენ გიზიარებთ ძლიერ ლოცვას, რომელიც კეთილდღეობას ანიჭებს მთელ ოჯახს. ეს თქვენში აღმოფხვრის რწმენის ნაკლებობას და შეგიმსუბუქებთ წვრილმანებზე ნერვიულობის განცდას.

ლოცვა ანდრია პირველწოდებულისადმი

ყოვლად-დიდებულო მოციქულო წმიდაო ანდრეა, ქრისტეს მიერ შეყუარებულო, ანგელოზთაგან პატივცემულო, კაცთაგან თაყვანისცემულო, ეკლესიისა მტკიცეო საფუძველო, ყოველთა მორწმუნეთა მიმართ წინამძღვარო, მზეებრ შარავანდედითა შენითა სოფლისა განმანათლებელო, ქრისტეანეთა სულთა განმაბრწყინვებელო და ღმრთისა მიმართ შემწირველო.

ყოვლადქებულო წმიდაო მოციქულო ანდრეა, მახარობელო მშვიდობისაო, ყოვლისა შემძლებელითა ლოცვითა შენითა მოჰფინე ქუეყანასა მშვიდობა, კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ამაღლება, უწმიდესსა და უნეტარესსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩუენსა ილიას განბრწყინვება, ყოვლად-სამღუდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოსთა და ყოველთა სამღუდელოთა და სამონაზნო წესთა განმშვენება. გევედრებით ქრისტეს მოწაფეო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა მოანიჭოს სოფელისა სავსებასა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

ყოვლად-წმიდისა სამებისა ქადაგო და მის მიერ ღმრთივ-შუენიერად განათლებულო წმიდაო მოციქულო ანდრეა, მას სახიერსა ევედრე, რაჲთა ყოველთავე მართლმადიდებელთა მოგვმადლოს მარადის სათნო-ყოფა, კეთილ-მოქალაქეობით წარმატება, ზეცისა მოქალაქედ გამოჩინება და შენ-თანა ზიარ-ყოფა, წმიდათა თანა მოდასეობა, მართალთა თანა სავანეობა და ანგელოზთა თანა გალობა, რამეთუ შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ტროპარი მოციქულ ანდრია პირველწოდებულისადმი

მიწყალენ ჩუენ უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევსწირავთ: მიწყალენ ჩუენ უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ-ზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ-არს ჩუენზედა და შეგვიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთის-მშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენა ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა. ამინ.

ანდრია პირველწოდებულისადმი ლოცვა ხელს უწყობს ღმერთისადმი რწმენის განმტკიცებას, მომავლის რწმენას. ახლა, ამ რთულ დროს, ანდრია მოციქულისადმი მიმართული ლოცვითი სიტყვები მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანის სულს გაათბობს.

დაე, ამ წმინდა დღესასწაულმა, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღემ, აავსოს თქვენი სულები ჭეშმარიტი ძალით, კეთილშობილებითა და სიბრძნით და მიანიჭოს მას მშვიდი სიხარული!

ასევე დაგაინტერესებთ:

📌 შვილის სიკვდილს უმალავდნენ… შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ, ეს შემზარავი ამბავი… - პეტრე კოლხი

📌 ბაგრატის ტაძარი დაზიანებულია - სამოქალაქო აქტივისტები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783358508

საზოგადოება

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პრო...

 სასულიერო აკადემია

1783356717

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი

ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტ...

მარიამ ქვრივიშვილ

1783355269

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: „ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი

„ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ო...

თამარ იოსელიანი

1783353025

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინაში ომის დასრულებასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ხალხს ჰგონია - პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს, ზელენსკის რეალურად სურს, რომ ეს ახლა დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მხარეები კონფლიქტის დარეგულირებისკენ აქტიურად მიისწრაფვია...

 დონალდ ტრამპ

1783351955

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო

„ძალიან დიდია დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სად...

მარიამ ქვრივიშვილ