შვილის სიკვდილს უმალავდნენ… შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ, ეს შემზარავი ამბავი… - პეტრე კოლხი
მამა პეტრე კოლხი, სოციალურ ქსლში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„შვილის სიკვდილს უმალავდნენ…
შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ, ეს შემზარავი ამბავი… შორიდან ყური მოკრა ჩოჩქოლს, არ გამორჩენია ზედმეტი მოძრაობები, დაძაბული საუბრები. გულმა არ მოუთმინა, ნახევრად წაქცეული ხის კარი შეაღო და მეზობლის სახლისკენ ნერვიული ნაბიჯებით გაეშურა… გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო… გულში იმას ნატრობდა, ნეტავ სიკვდილი აცდეს ამ საახალწლოდ ყველას ოჯახს, დანარჩენს რამენაირად გავუძლებთო…
შორიდან შეამჩნიეს თუ არა, შეძლებისდაგვარად გაჩუმდნენ. შეიძლება პირი მოკუმო, მაგრამ ემოციას, ცრემლებში ჩამხრჩვალ თვალებს ვერ დამალავ, თავისით ყვება სათქმელს…
ყველაფერს წარმოიდგენდა, ყველაფერს გაიკარებდა გულთან ახლოს, მაგრამ მისი პირველი შვილის სიკვდილის ამბავს თუ მეზობლის სახლში მოისმენდა, ვერასდროს წარმოიდგენდა…
არადა, დარწმუნებული იყო, რომ საახალწლოდ მისი მონატრებული ვაჟი კარს შემოაღებდა და ძველებური შეძახილებით ააწრიალებდა ოჯახს…
ათამდე მამაკაცი იჭერდა, ძლივს ერეოდნენ, რომ ცხელ გულზე რამე უბედურება არ ჩაედინა… საკუთარ თავს დიდად ვერც იდარდებდა, სახლში ცოლი ელოდა, რომელიც დილიდან შეშინებული უმეორებდა ქმარს, ცალი თვალი ისე ცუდად მითამაშებს, რამე ცუდი არ მოხდესო… ჰოდა, ცა ჩამოექცათ… როგორ უნდა მიეტანა ოჯახში ამბავი, რომ დასრულდა მათთვის სამუდამოდ საახალწლო ზეიმები…
ქალმა შეიძლება ბევრი იტიროს და არც გაგიკვირდეს, კაცის უხერხული, მაგრამ ერთი ტკივილიანი ამოძახილი მტერიც რომ იყო, გულს გაგიხეთქავს…
მესამე დღეს ჩამოასვენეს…
სამი ღამე მშობლებთან ერთად არც ნათესავებს ეძინათ, არც მეზობლებს…
შობამდე სამი დღით ადრე უკანასკნელად ,,ესტუმრა” ოჯახს უფროსი შვილი…
დილის ექვსი საათი იყო, მთელი უბანი მოთქვამდა…
მაშინ ახალგაზრდები ასე ადვილად არ კვდებოდნენ და ეს ერთი ოჯახის არა, მთელი ქალაქის ტრაგედია იყო…
არ მოიძებნენოდა სიტყვა, რომელიც ვინმეს ნუგეშს მოუტანდა…
მიცვალებულის მამას მეზობლები მეოთხე ღამეს ძილს და დასვენებას აძალებდნენ…
ცოტა ძალა უნდა მოიკრიბო, სახლში შვილი ბოლოჯერ გეწვია და უკანასკნელ გზაზე ღირსეულად გავაცილოთო…
თითქოს დაიჯერა და საძინებელში შეაცილეს…
ჰო, დაისვენა… მეორე დილით აღვიძებდნენ, მაგრამ ისე ღრმად ჩასძინებია, მისი პირველი ვაჟის სტუმრობამაც ვერ გამოაღვიძა…“,-წერს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მამა პეტრ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს
🔵უმაღლეს დონეზე შემიძლია ემოციების კონტროლი - თაკო ჩარკვიანი
1792151345
საზოგადოებაპრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...
1792149727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ
„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1792148918
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...
1792147365
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...
1792146087
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...


























