6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც თითქოსდა, პატიმრის გათავისუფლების, უძრავი ქონების შეძენაში დახმარების დაპირებისა და მძიმე სენის მკურნალობისთვის საჭირო თანხების მისაღებად, მოქალაქეებისგან 100 000 ლარზე მეტი მიითვისა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ათ ეპიზოდში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ს. სხვადასხვა ხერხით მოტყუების გზით, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის გათავისუფლების ცრუ დაპირებით, ასევე, თითქოსდა აუქციონის წესით უძრავი ქონების შეძენაში დახმარებისა და მძიმე სენით მკურნალობისთვის საჭირო თანხების მისაღებად, თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 83 890 ლარსა და 8 750 აშშ დოლარს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დ.ს. 13 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, (ხუთი ეპიზოდი)), 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (ოთხი ეპიზოდი)) და 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵“ჟამი უკვე მოახლოებული იყო… მიჭირდა მისი ნახვა, იცით, რა ძნელია, ესაუბრო ადამიანს, რომელსაც მომავალი აღარ აქვს?! რა უნდა მეთქვა მისთვის?” – ვის უთხრა შეხვედრაზე უარი ლელა კაკულიამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე?!

🔵ორი დღეა სოციალურ ქსელში საუბრობენ, რომ თითქოს, ალენ დელონი 18 მაისს ევთანაზიის ჩატარებას აპირებს... - რა ინფორმაციას ავრცელებს პეტრე კოლხი

🔵"ახალი ომიკრონი ძალიან გადამდებია და ელვისებურად ვრცელდება" – გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792435984

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებით, ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის განცხადებებმა, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა. როგორც ნიკოლოზ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1792434070

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ მხარი ძალადობას, მაგრამ იმ რეალობასთან როცა გაავლებ პარალელს, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მცდელობების მზაკვრობის სიღრმეს ნახავთ

„რასაკვირველია, არცერთ შემთხვევაში ძალადობას ან ძალადობის პროვოცირებას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მაგრამ როდესაც იმ რეალობასთან პარალელს გაავლებ, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მც...

გია ვოლსკი

1792431293

მსოფლიო

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს. „ის, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ მემარცხენე ექსტრემისტ...

ალექსანდრ დობრინდტი

1792428748

მსოფლიო

ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და სპარსეთის ყურის ტურნე დაიწყო

„საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობის, ძალადობრივი საპროტესტო აქციებისა და რამდენიმე ქალაქში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და ს...

ემანუელ მაკრონი

1792426619

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია. Newshub.ge-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას უწყებაში გან...

სპეციალური პენიტენციური სამსახური