ორი დღეა სოციალურ ქსელში საუბრობენ, რომ თითქოს, ალენ დელონი 18 მაისს ევთანაზიის ჩატარებას აპირებს... - რა ინფორმაციას ავრცელებს პეტრე კოლხი

მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ეხმაურება, მსოფლიო კინოვარსკვლავის ალენ დელონის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას, ევთანაზიასთან დაკავშირებით:

"მეგობრებო ორი დღეა სოციალურ ქსელში საუბრობენ, რომ თითქოს, ალენ დელონი 18 მაისს ევთანაზიის ჩატარებას აპირებს. ძალიან ბევრი ვეძებე წყარო, რომ ეს ყველაფერი დამეზუსტებინა და დაზუსტებული ინფორმაცია მომემტანა თქვენამდე, მაგრამ ვერსად ვერაფერი ვიპოვე. სინდვილეში ეს არის ჭორის დონეზე გავრცელებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იფორმაცია რომელიც მაშინვე აიტაცა საზოგადოებამ.
რამდენი ხანია ამ თემაზეა კამათი. არადა, როგორც წავიკითხე არაყვითელ საიტებზე, ალენ დელონმა 2021 წელს ჟურნალ Paris Match-სთვის მიცემულ ინტერვიუში უბრალოდ მხარი დაუჭირა ევთანაზიას და განაცხადა რომ ევთანაზია სრულიად ბუნებრივ დასასრულად მიაჩნია. გარდა ამისა, ენტონი დელონი, თავის ავტობიოგრაფულ წიგნში წერს, რომ დედამისის ნატალის გარდაცვალების შემდეგ მამამ სთხოვა რომ თუკი კომაში ჩავვარდები, არ მსურს აპარატზე ვიყო მიერთებული და ხელოვნურად მინარჩუნებდნენ სიცოცხლეს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში გამომრთე აპარატიდანო. პრესამ ეს ყველაფერი აიტაცა როგორც ალენ დელონის სურვილი ევთანაზიის გზით დაასრულოს სიცოცხლე. პრესაში გავრცელებული ეს ინფორმაცია მაშინვე უარყო დელონის შვილმა ალან–ფაბიენმა, რომელმაც თქვა რომ პრესამ კონტექსტიდან ამოგლეჯით ამოიღო ფრაზები ენტონის წიგნიდან და რომ სინამდვილეში ალენ დელონი სულაც არ აპირებს ამგვარად დაასრულოს სიცოცხლე.
აი ეს არის სიმართლე!",-წერს, მამა პეტრე.

ასევე წაიკითხეთ:

🔵"ახალი ომიკრონი ძალიან გადამდებია და ელვისებურად ვრცელდება" – გიორგი ფხაკაძე

🔵პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია - ანრი ოხანაშვილი გვარამიას დაპატიმრებაზე

🔵200-ევროიან დახმარებას მიიღებს ყველა დასაქმებული, უმუშევარი, პენსიონერი, მათ შორის ოჯახში მომუშავე პირები (Golf, Badanti) და თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამ მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792435984

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებით, ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის განცხადებებმა, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა. როგორც ნიკოლოზ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1792434070

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ მხარი ძალადობას, მაგრამ იმ რეალობასთან როცა გაავლებ პარალელს, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მცდელობების მზაკვრობის სიღრმეს ნახავთ

„რასაკვირველია, არცერთ შემთხვევაში ძალადობას ან ძალადობის პროვოცირებას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მაგრამ როდესაც იმ რეალობასთან პარალელს გაავლებ, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მც...

გია ვოლსკი

1792431293

მსოფლიო

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს. „ის, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ მემარცხენე ექსტრემისტ...

ალექსანდრ დობრინდტი

1792428748

მსოფლიო

ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და სპარსეთის ყურის ტურნე დაიწყო

„საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობის, ძალადობრივი საპროტესტო აქციებისა და რამდენიმე ქალაქში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და ს...

ემანუელ მაკრონი

1792426619

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია. Newshub.ge-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას უწყებაში გან...

სპეციალური პენიტენციური სამსახური