65 წლის პენსიონერს, რომელიც ბავშვებზე, მათ შორის ნათლულზე სექსუალურად ძალადობდა, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
უმძიმესი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება – სკოლის მოსწავლეებზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 65 წლის მამაკაცი დღეს სასამართლომ ციხეში ათი წლით გაუშვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ერთ-ერთი უბანში, მამაკაცი სექსუალური ხასიათის დანაშაულს ერთდროულად რამდენიმე არასრულწლოვანის მიმართ ჩადიოდა.
თბილისში მომხდარი საზარელი დანაშაულის ყველა დეტალი “პირველებმა” გაარკვია. ირკვევა, რომ 65 წლის პენსიონერი სამ სკოლის მოსწავლეზე სისტემატურად სექსუალურად ძალადობდა. მსხვერპლთა შორის, ერთ-ერთი დაკავებულის ნათლულია.
ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი 10 წლის გოგონა გახდა, რომლის ოჯახი ბრალდებულისგან ბინას ქირაობდა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ პენსიონერი სკოლის მოსწავლეზე ორი წლის განმავლობაში ძალადობდა.
65 წლის მამაკაცის მიერ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის დაზარალებულის სტატუსი აქვს კიდევ ერთ არასრულწლოვანს. 13 წლის მსხვერპლი პენსიონერის ნათლულია. ირკვევა რომ კაცი ბავშვზე სექსუალურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.
პენსიონერს ციხეში 10 წლის გატარება მოუწევს, თუმცა ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
წყარო: ტვ პირველი
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ცრურწმენები და მათი წარმოშობის ისტორიები
🔵როგორც უკრაინის მოქალაქე, მე ამით ვამაყობ... - რა წერია მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაში
1791790659
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...
1791789581
ახალი ამბებიძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...
1791788318
მსოფლიომექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია
ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...
1791784951
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...
1791783740
საზოგადოება„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება
ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...


























