8 წლისას მშობლები ავტოავარიით გარდაეცვალა... ბებიაც დარდს გადაჰყვა… - პეტრე კოლხი
მამა პეტრე კოლხი, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთ საინტრესო ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ობლობაში გაზრდილ გოგონაზე მოგვითხრობს.
„მშობლები ავტოავარიით გარდაეცვალა. დედისერთა იყო… 8 წლის ასაკში მეურვეობა ნათესავებმა იტვირთეს. უმეტესად ბებიის იმედად უმკლავდებოდა ამ მძიმე სინამდვილეს.
12 ის შესრულდა, ბებიაც დარდს გადაჰყვა… ბიძა და ბიცოლა პატრონობდნენ… ჩაიკეტა, ღამეებს ტირილში ათენებდა… სკოლიდან ეკლესიაში შეივლიდა, ჯვარცმასთან სანთელს აანთებდა, გულს ტირილით მოიოხებდა და სახლში მიბრუნდებოდა…
აცნობიერებდა, რომ ზედმეტი შეცდომების უფლება არ ექნებოდა, რადგან საკუთარი თავის პატრონად მხოლოდ თავად რჩებოდა…
მეტი მონდომებით უნდა ესწავლა. ვერც რეპეტიტორს დაიქირავებდა, ვერც სწავლის ქირას გადაიხდიდა…
ერთადერთი შანსი სწავლა იყო…
პირველივე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მოეწყო…
ცხოვრების ახალ ეტაპს დიდი იმედით შეხვდა… დარწმუნდა, რომ თავდადებული შრომა შედეგს დადებდა…
მესამე კურსზე შეყვარებულმა ხელი სთხოვა… ნიჭიერი, ღირსეული და პატიოსანი ოჯახის შვილი აღმოჩნდა…
გოგონას სურდა ნიშნობა სახლში ჰქონოდა… ჩავიდა სოფელში და ბიძას მისი გეგმების შესახებ უამბო… სრულიად საპირისპირო რეაქცია მიიღო, ვიდრე ელოდა…
ბიძა უკვე გალოთებული, ოჯახში ყოველდღიურად ,,კონცერტებს” მართავდა… ძმისშვილი არა, საკუთარი შვილები ეკიდა ფეხებზე… რაც გინდა ქენი, აქ არავინ დავინახო ჩამოსულიო…
იმ ღამეს მეზობელთან გადავიდა, ოჯახის უფროსი მამამისის კლასელი იყო… პატარა ბავშვივით აქვითინდა… ასე უპატრონოს ახალ ოჯახში როგორ მიმიღებენ, შეყვარებულის მშობლები ნიშნობას ელოდებიანო, ტირილით მოუყვა მამის კლასელს…
მათაც იცოდნენ, რომ გარდაცვლილის ძმა მკვდარს არაფრით სჯობდა, ამიტომ პასუხიც არ მოეთხოვებოდა…
საბოლოოდ მეზობელმა გადაწყვიტა, ნუ შეგეშინდება, თავი არ დაითრგუნო, მეც ბიძად გეკუთვნი, ჩემთან ჩამოვიდნენ, მე მთხოვონ შენი ხელი, საუკეთესო სუფრას გაგიშლიო…
ნიკოლოზობა თენდებოდა!..
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დემნა გვასალიას შექმნილი "საცეკვაო ჩუსტები" 705 დოლარად იყიდება
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























