ემიგრანტები იტალიიდან: „როდესაც მონა თავის საზიზღარ ბატონს აქებს, ამაზე გულის ამრევი არაფერია“... „ავუხსენი რომ საკმაოდ განვითარებული, მაგრამ უხელფასო ქვეყნიდან ვართ გამოქცეული“...
exclusivetev.ge-ს მიერ, გუშინ გავრცელებულ სტატიას „მე ვიცი ბევრი ქართველი, აქ ძაღლებივით ჰყავთ, იტალიელებს მადლობას ვერ გადავუხდი”, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა. თემა, რომელსაც ჩვენი სააგენტო შეეხო, როგორც ჩანს, ემიგრაციაში მყოფ საზოგადოებაში მწვავე განხილვის საგანს წარმოადგენს.
გთავაზობს ემიგრანტების გამოხმაურებას, რომელიც, ხსენებული სტატიის კომენტარებში დაიწერა. შევეცადეთ მკითხველისთვის ყველა განსხვავებული აზრი მოგვეწოდებინა.
ა. ჩ. პატივი ეცით იტალიელებსო! რომ გვმოძღვრავს პოსტის ავტორი. აქ უამრავი ქალი 20 წელია ამათ სამსახურში იმყოფება! მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ქართველი ქალების უნიკალურად დასუფთავებული სახლები!!! უნიკალურად მოვლილი მოხუცები! თავგანწირვა!!!
იტალიელებს ქართველი ქალებიდან პატივისცემა აკლიათ? თუნდაც მე ვიყო რაც არ მევალება იმასაც ვაკეთებ იმიტომ რომ მონურ ფსიქოლოგიას აყალიბებს ეს ჯოჯოხეთური სამუშაო და ყოფა! ცუდი არ თქვა იტალიელზე, მის ქვეყანაში იმყოფებიო! მერე რა დავუშავეთ რომ ვიმყოფებით? კარგის მეტი რა გვიკეთებია? ერთი ორი ქურდი და თაღლითი ყველგან გამოერევა და ქართველ ქალებშიც, მათ შორის ეს არაფერია! მე გეუბნებით ჩემს აზრს იტალიელების შესახებ.
იტალიელები განვითარებულ სამყაროში ყველაზე ცუდი ერია!!!! ეს არის სიმართლე! დიდი ილია ჭავჭავაძე ამბობდა "ცუდს თუ ცუდი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქვაო!! დიახ, ცუდები არიან მიდით და დამბლოკეთ! არ ვარ გაბოროტებული. ცუდები არიან, მაგრამ აქ რომ მოვხვდით ამათ მონებად ეს არის ჩვენი მტერი მთავრობის ბრალი! ცუდ ერს კიდევ მადლობა რატომ უნდა მოვუხადო?
მიხარია სიძულვილი რომ არ შემიძლია ბოლომდე. როდესაც მონა თავის საზიზღარ ბატონს აქებს ამაზე გულის ამრევი არაფერია!! და მე არასოდეს არ შევეგუები მონობას. "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი!"
როდესაც სიტყვა - მონას ვახსენებ, ბევრს ცუდი რეაქცია აქვს. დიახ ქალბატონებო 21-ე საუკუნეში როდესაც მსოფლიო ასეთი ეკონომიკური განვითარების მწვერვალზეა, ჩვენ რომ ვიღაცის სახლებში ვართ შეყუჟული 24-საათი და ვშრომობთ ეს არის 21-ე საუკუნის მონობა. ნუგეშად ის შემიძლია გითხრათ რომ ეს ღვაწლი უფალთან დაგვიფასდება.
ჩვენ, თავი შევწირეთ ჩვენს ოჯახებს და სახელმწიფოს. მაგრამ მონები ვართ! რაც არ უნდა ვიყვიროთ არ ვართო - ვართ! არაუშავს, უფალი დაგვიფასებს ამ ყველაფერს. მონა კლასიკური გაგებით არ მიგულისხმია, მათრახი და უფულოდ მუშაობა! მაგრამ როდესაც 24 საათი ვიღაც გადამთიელის სახლში ხარ ჩაკეტილი და წესიერად წყლის დალევის უფლებაც არ გაქვს (იტალიელები წყალზეც პირში გიძვრებიან რომ სვამ, თურქებზე ამას როგორ ვიკადრებ ჩვეულებრივი მარკეტები აქვთ სახლში მოწყობილი და საჭმელი რამდენიც არ უნდა ჭამოს მოსამსახურემ, არაფერს არ ამბობენ). მე მეტი სახელი ვერ შევურჩიე ამ ყველაფერს. 21- ე საუკუნის მონობა დავარქვი! მე ვთვლი მონად თავს და აქაც ნუ გამომიხტებით თქვენ ბარონესები იყავით.
ხ.ს. - გეთანხმებით, რთულია. მარტო ის რომ ავიღოთ 24 საათი შენ თავს არ ეკუთვნი, პასუხისმგებელი ხარ მოხუცზე. თუ ბევრი შვილი ჰყავს, ყველა თავისას გთხოვს. თუ ენა არ იცი საშინელებაა, ვერც გებულობ და ვერც ეპასუხები. ამიტომ ვცდილობდი მალე მესწავლა ელემენტარული და კიდეც შევეპასუხე. ავუხსენი რომ საკმაოდ განვითარებული, მაგრამ უხელფასო ქვეყნიდან ვართ გამოქცეული. სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა ჩვენც გვაქვს, ვიცით ბიოლოგია, ანატომია, სკოლაშიც ვსწავლობდით და ბოლოს და ბოლოს საკუთარი ანბანი და საკმაოდ დიდი ისტორია, ტრადიციები გვაქვს, არ ვართ მონები და ჩვენც ადამიანები ვართ. წარმოიდგინეთ, შეიცვალა დამოკიდებულება. ნუ ასე თუ ისე. ზედმეტად თავი არ უნდა დავხაროთ, ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ და მათაც მოვთხოვოთ. გული არ გაიტეხოთ წარმატებები.. ბედნიერი ახალი წელი.
მ.პ. - არ შეიძლება ასე ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა. კარგი და ცუდი ყველგან არის. ქართველს, ქართველი არ ინდობს და იტალიელებისგან რა გასაკვირია?! ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ერთი რამე მიკვირს - თუ გაუსაძლის პირობებში ხართ, გამოდით და სხვა სამსახურში შედით. ენას რაც შეეხება, აქ ყველა „უენო“ (ენის არ ცოდნა) ჩამოდის მაგრამ სამსახურებში შედიან. გინდ ენიანი იყავი თუ შეგხვდა უნამუსო ვერც ენა გიშველის.
ნ.ბ. - ხე ერთი მხრიდან არ იჭრება, ასე იქნებოდა საქართველოსიც, რომ ჰყავდეთ ბატანტეები. ასეა თუ ისე, უნდა გავუძლოთ ყველაფერს, რადგან მოვედით და შემოგვიშვეს ოჯახებში. უფალმა მოგვცეს ძალა და იმის მოთმინების უნარი, რომ გავუძლოთ. მადლობა უფალს რომ გადაგვარჩინა და მოგვცა ყველაფრის გამძლეობა.
მ.ჯ. - არავის მადლობელი არ ვარ მადლობელი ვარ მხოლოდ საკუთარი თავის, რომ შემიძლია ვიშრომო, ჩემი პატიოსანი შრომით, რომ შემიძლია ვიყო აქ სადაც ვარ, მადლობელი ვარ ჩემი ხელების და რაც შეეხება თურქებს და იტალიელებს, ამათ აწყობილი ქვეყანა აქვთ და აწყობთ ჩვენნაირი იაფი მონები. ამათ, ვიმეორებ ჩვენნაირები აწყობთ, იმიტომ რომ საკუთარი გაცილებით ძვირი უჯდება და ჩვენსავით ისინი არ მოითმენენ.
შ.მ. რა შთაბეჭდილებასაც დატოვებ ისეც მოგექცევიან. რა შუაშია აქ იტალია ან ემიგრანტობა. თავს აიგდებ - აგიგდებენ, თუნდაც საქართველოში იყო. ნუ გვარცხვენთ ემიგრანტებს ასეთი პოსტებით და ნუ გვამცირებთ. საკმარისია ბოლოს და ბოლოს. არც ძაღლებივით გვექცევიან და არც გვამონებენ. აქაც არის ცუდი და კარგი. თუ ცუდი შეგხვდა გამოდი იმ სამსახურიდან. ვისი ბრალია თუ თავს აჩაგვრინებ და ამცირებინებ? ისევ შენი. წადი. დატოვე. იბრძოლე და მოძებნე სხვა სამსახური. სადაც პატივისცემით მოგეკიდებიან და შენი უფლებები დაცული იქნება. ამდენი წელია ემიგრანტი ვარ იტალიაში და ძაღლივით არავინ მომქცევია. დაუფიქრდით რაებს პოსტავთ და აქვეყნებთ. მოეშვით ჩვენს ლანძღვას და შეეშვით იტალიელებს. აქ არავინ გვაკავებს ძალით. ვინც ცუდად გრძნობს თავს შეუძლია დატოვოს იტალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ნეაპოლში უკრაინელი “ბადანტე” მოკლეს
📌 როგორ ხდება იტალიაში საერთაშორისო დაცვის, “აზილოს” მოთხოვნა უფასოდ
1784376193
ახალი ამბებისაბა სვანიძე - გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე სტაჟირება, რის შემდეგაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავსაქმდი
„დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი, მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრ...
1784374562
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სასტუმრო „საქართველოზე“: ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად
„ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად - ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკრეტულ, გამჭ...
1784372260
ახალი ამბებისამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა. აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი–ლესას 6-კილომეტრიან...
1784371551
ახალი ამბებიპრემიერი: სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე
„სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება“, - ამის შესახებ...
1784370888
ახალი ამბებისამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება
სამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწ...































