ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქარმა და უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ უბნებზე აღდგენით სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ, რათა ელექტრომომარაგება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში აღდგეს.
პრობლემურ უბნებზე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გეოლოგები, რომლებიც პროცესების 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, ზარალის აღწერა დაწყებულია, რის შემდეგაც მერია შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
1754131240
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე: ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს. კონკრეტულ ეჭვებს ბადებს რამდენად კანონიერია ქირავნობის აქტიც
ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გე...
1754131197
საზოგადოებაპრემიერი: „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას
„გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, - განუცხადა ჟურნალისტე...
1754129247
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას
ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში...
1754128325
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე
დღეს კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. „ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შეს...
1754128251
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ
ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთა...