ალექსანდრე ტაბატაძე გიორგი გახარიას 20 ივნისის ღამეზე: ეს იყო არაორგანიზებულად დაგეგმილი ღონისძიება და არასწორი მენეჯმენტის ბრალი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალექსანდრე ტაბატაძემ, სხდომაზე, სადაც გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობს, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ჩატარებული მოქმედებები შეაფასა, როგორც არაორგანიზებულად დაგეგმილი ღონისძიება.

ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, როდესაც 20 ივნისის მსგავსი სახის ღონისძიებაა შსს, რა თქმა უნდა, ფლობს ინფორმაციას იმ დღეს არსებული ვითარების და იმ დღის მოვლენების განვითარების შესახებ.

„შსს როდესაც ასეთი სახის ღონისძიებაა, რა თქმა უნდა, მასაც გააჩნია ინფორმაცია, იმ დღეს არსებული ვითარების და იმ დღის მოვლენების განვითარების შესახებ ეს ინფორმაცია არსებობს. გარდა ამისა, ღია წყაროებშიც იყო ინფორმაცია, რომ მელიამ 19:00 საათზე უკვე თქვა, რომ იგი აანონსებდა აქციას, 21:00 საათისთვის ე.წ შტურმს“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ალექსანდრე ტაბატაძემ გიორგი გახარიას კითხვით მიმართა ახსოვდა თუ არა, რომელ საათზე მოხდა პირველი პოლიციელის გატაცება. რაზეც გახარიამ უპასუხა რომ ზუსტად არ ახსოვდა.

„ზუსტად არ მახსოვს დრო რომელ საათზე მოხდა, მაგრამ ეს იყო განგრძობითი პროცესი, რომელიც აქციის მოგვიანებით დაიწყო, დრო ზუსტად არ მახსოვს“, - უპასუხა გიორგი გახარიამ.

ალექსანდრე ტაბატაძის შემდეგი კითხვა შეეხებოდა, იმას თუ რომელ საათზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა და კოლოფი აქციაზე.

„ჩვენების მიხედვით პირველი პოლიციელი მაშინ გაიტაცეს, ასე რომ ვთქვათ, 21:45-ზე. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე თუ რატომ დადგა ასეთი მძიმე შედეგი მე აქ ამიტომ მინდა, რომ თქვენ დაგისვათ ეს კითხვა. რომელ საათზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა და კოლოფი? ეს კოლოფი არის ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც უნდა ახლდეს წყლის ჭავლის მანქანას, როდესაც მიმდინარეობს ღონისძიების დაშლის ან წყლის ჭავლის გამოყენების შემთხვევაში“-განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ალექსანდრე ტაბატაძის შეკითხვაზე გიორგი გახარიამ, უპასუხა, რომ იგი აბსოლუტურად სწორი იყო, რომ კოლოფის გარეშე წყლის ჭავლის გამოყენება არ შეიძლებოდა, კოლოფის აღჭურვას ჭირდებოდა გარკვეული დრო, შესაბამისად პროცესი და მთელი შეუსაბამობა და გეგმის გადახრა ამ დროში სხვაობაა.

„დიახ, აბსოლუტურად სწორი ხართ, კოლოფის გარეშე წყლის ჭავლის გამოყენება არ შეიძლება, მაღალი რისკის შემცველია, ეს კოლოფი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისად, ამ კოლოფის აღჭურვას ჭირდება გარკვეული დრო და პროცესი და მთელი შეუსაბამობა, გადახრა გეგმასა და ამას შორის არის აი ამ დროში სხვაობა. ამას გიდასტურებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტაბატაძის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენები იყო არაორგანიზებული, არაორგანიზებულად დაგეგმილი ღონისძიება და არასწორი მენეჯმენტის ბრალი.

„კოლოფი თავისი წყლის ჭავლით გამოჩნდა უკვე 00:45 საათზე. სწორედ ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც მოხდა პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის. ეს იყო არაორგანიზებული, არაორგანიზებულად დაგეგმილი ღონისძიება და არასწორი მენეჯმენტის ბრალი. აი ეს იყო თავი და ბოლო“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744738051

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს

 „ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1744735393

ახალი ამბები

ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო

 მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...

გვენეტაძე

1744732609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...

ყაველაშვილჯ

1744730265

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...

ტაბატაძდ

1744729905

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა