ალექსანდრე წულაძემ სან-დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამომავლო პროექტები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ და SDSU-ს პრეზიდენტმა, ადელა დე ლა ტორემ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გახსნეს, სადაც მონაწილეებმა ერთობლივი პროგრამების განხორციელებასა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების მიმართულებით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას
და აღნიშნა, რომ მრავალწლიანი პარტნიორობა განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა STEM განათლების ხარისხი საქართველოში და შეიქმნა ძლიერი და მდგრადი საფუძველი მომავალი განვითარებისთვის.
ალექსანდრე წულაძემ მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ადელა დე ლა ტორეს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის სრული მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის მონაწილეებმა SDSU-საქართველოს საქმიანობის შედეგები შეაჯამეს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ასევე, სტუდენტების დასაქმების პერსპექტივებიც განიხილეს.
თავის მხრივ, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამინისტროსთან პარტნიორობით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტი და ვიცე-პრეზიდენტი უილიამ თონგი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯერი ჯული კაპანაძე, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და SDSU საქართველოს წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დახმარებას უწევს საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებს აშშ-ის აკრედიტაციის მოპოვებაში.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს არაერთ გაცვლით პროგრამას ამერიკელი და ქართველი სტუდენტებისათვის, ამასთან, ქართველ აკადემიურ პერსონალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადების შესაძლებლობასაც აძლევს.
1748158925
საზოგადოებაპოლიციამ იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ. -ს მკვლელობ...
1748157602
საქართველონიუ-იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
ქ. ნიუ იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძ...
1748157506
ახალი ამბებითინათინ რუხაძე: სასიხარულოა, რომ ბაქოში მრავალფეროვანი პროგრამა წარმოვადგინეთ - დღეს გადებული ეს დამატებითი ხიდი, იმის მყარი გარანტიაა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო სამუდამოდ იქნებიან ყოველთვის კარგი მეზობელი, მეგობარი ქვეყნები
განსაკუთრებით იგრძნობა აზერბაიჯანში ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი დიდი კულტურული, მეგობრული ურთიერთობები, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ბაქოში, სადაც საქართველოს...
1748156853
საინტერესო ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციასთან. შეხვედრისას დ...
1748154699
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
25 მაისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიან...