"ან გავმართლდები, ან აქედან გარდაცვლილს გამომიტანენ" - ესპანეთის ციხეში მყოფი ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ
ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ - ისინი 2 წელია ესპანეთის ციხეში იმყოფებიან და როგორც თავად ამბობენ, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.
ერთ-ერთმა მეზღვაურმა ნუკრი გოგიტიძემ ვიდეომიმართვაც გაავრცელა და თქვა, რომ წერილები დახმარების მოთხოვნით, არაერთ ოფიციალურ პირს, მათ შორის პრეზიდენტსაც გაუგზავნა.
"მაქვს მტკიცებულება, რომელიც წარვუდგინე გამოძიებას...ან უნდა გავმართლდე და გამოვიდე, ან აქედან გარდაცვლილს გამომიტანენ. მე ველოდები ამ დღეების შემდეგ რა იქნება. წერილები პრეზიდენტთანაც კი მაქვს გაგზავნილი, რომ არანაირ საქმეში არ ვარ და გამოგვეხმაურეთ" ,- ამბობს ის.
მეზღვაურის და ნინო გოგიტიძე წერს,რომ გემს, რომელზეც, ნუკრი გოგიტიძე პირველად იმყოფებოდა, 3000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა, რომლის შესახებაც რიგით მეზღვაურებს, მათ შორის კიდევ სამ ქართველს, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და გემზე კონტრაქტით იმყოფებოდნენ.
"ნუკრის სახაზინო ადვოკატი ჰყავს, რომელიც ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ნახა და არაფერს არ აკეთებს. იმის გამო რომ ოჯახს საშუალება არ აქვს, ვერ აჰყავს ადვოკატი, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ორი წელია ოჯახის წევრები ვცდილობთ სახელმწიფოსაგან დახმარების მიღებას, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ გამოძიება კიდევ ორი წლით გრძელდება და ოთხწლიანი პატიმრობა უდანაშაულო ადამიანის შეიძლება? ამ ხნის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან იყო მხოლოდ შეთავაზებები, ფულის სანაცვლოდ ეღიარა ის დანაშაული რომელიც არ ჩაუდენია",- წერს ის.
ცნობისთვის, ოთხი მეზღვაური ესპანეთში 2021 წელს დააკავეს. ხომალდზე, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. მათ უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავს.
მეზღვაურების ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საზღვაო ადმინისტრაციას, პრემიერის აპარატს, საქართველოს მთავრობას, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია.
წყარო " მთავარი არხი"
1769949175
მსოფლიო„ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი საიმიგრაციო საკითხის გამო რეიტინგს კარგავს“ - ქეთევან გორჯესტანი
„დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს, ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო“, - ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა "France 24-ის" ეთერში გააკეთა. სალომ...
1769947763
საზოგადოებანალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შტორმული ღელვა - 3-4 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, ქვეყნი...
1769945621
მსოფლიოანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაღუპულია 8 ადამიანი
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 26 ადამიანი დაშავდა, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ავტ...
1769943540
სპორტიხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს, 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ეროვნულ გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ურთიერთობის გარკვევა ისრაელთან მოუწევს. გუშინ გაიმართა საპლეიოფო წილი...
1769941528
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას
ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...


























