არ დავიქეცით, არ მოვისპეთ და არ გადავშენდით - დავით ზურაბიშვილი 1994 წლის 31 დეკემბერს იხსენებს

მწერალი და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი 90-იან წლებს იხსენებს და წერს, რომ „პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა პოლიცია და მთელი ქვეყანა შეიარაღებული ბანდებისა და საძმოების ასპარეზად იყო გადაქცეული. გალაღებული კრიმინალის და ბანდფორმირებების გამო პრაქტიკულად ასევე არ ფუნქციონირებდნენ რესტორნები, კაფეები და სხვა საკვები ობიექტები. მაგრამ არ დავიქეცით, არ მოვისპეთ და არ გადავშენდით.“.

„ამ წინასაახალწლოდ ასე ოცდაშვიდი წლის წინ მინდა გადავიხედო და გავიხსენო 1994 წლის 31 დეკემბერი.
მაშინ საქართველო იყო აფხაზეთის ომში დამარცხებული ქვეყანა, ასეულათასობით ლტოლვილით.

ეკონომიკა - გაპარტახებული. ექსპორტის ოთხმოცი პროცენტი - ჯართი. ტრამვაი-ტროლეიბუსის სადენები არ დარჩა არსად, ყველაფერი თურქეთში გაზიდეს გასაყიდად.

ქვეყანას არ ჰქონდა საკუთარი ეროვნული ვალუტა. ვალუტის სუროგატი კუპონი ყოველდღიურად უფასურდებოდა. ანგარიშსწორება ძირითადად მიდიოდა რუსული რუბლებით და ცოტა ნაკლებად ამერიკული დოლარებით.

პრაქტიკულად არ გაიცემოდა პენსიები და სოციალური დახმარებები. რაც გაიცემოდა იმდენად მცირე იყო, გინდა ყოფილიყო გინდა არა, პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა პოლიცია და მთელი ქვეყანა შეიარაღებული ბანდებისა და საძმოების ასპარეზად იყო გადაქცეული.

გალაღებული კრიმინალის და ბანდფორმირებების გამო პრაქტიკულად ასევე არ ფუნქციონირებდნენ რესტორნები, კაფეები და სხვა საკვები ობიექტები.

რამდენადაც ტრასაზე ძარცვა-გლეჯა და მანქანის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო, არ მოძრაობდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, არც ავტობუსები და არც მარშუტკები.

ერთადერთი მატარებელი დადიოდა და ისიც ბოლომდე გადაჭედილი. ცხვრები, ქათმები და გოჭებიც კი გადაჰყავდათ ხოლმე სამგზავრო ვაგონებით.

ქვეყანაში არ იყო დენი, არ იყო გაზი, თბილისს გარეთ წყალიც არ იყო (პრინციპში ახლაც არ არის, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო არ იყო).

სახელმწიფო უწყებებში მხოლოდ სიმბოლური ხელფასები იყო და რანაირად ახერხებდნენ ეს უწყებები საქმიანობის მაგვარს, დღემდე აუხსნელ ამოცანად რჩება.

გარდა ამისა:
უშიშროების მინისტრი გვყავდა რუსეთიდან დანიშნული კაგებეშნიკი.

შინაგან საქმეთა მინისტრად გვყავდა რუსეთიდან დანიშნული ემვედეშნიკი.

თავდაცვის მინისტრად საერთოდ რუსი გენერალი გვყავდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის ნათლია. ქართულად ვერც ლაპარაკობდა.

აჭარის უფროსად იჯდა რუსი გენერალი ასლან აბაშიძე (ოფიციალურად ჰქონდა გენერლის წოდება რუსეთის ხელისუფლების მიერ მინიჭებული). ეს იყო უსასტიკესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის ტერიტორიაზე ფაქტობრივად არ მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობა და ავტონომიის საზღვრის გადაკვეთისას პასპორტს გთხოვდნენ და დოკუმენტებს გიმოწმებდნენ.

ვიყავით რუსეთის პატრონაჟით შექმნილი გაერთიანება დსთ-ს წევრები.

არ ვიყავით ევროსაბჭოს წევრები.

არ ვიყავით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები.

არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა ნატოსთან და არანაირი სამხედრო თანამშრომლობა არ გვქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

სამაგიეროდ გვქონდა რუსეთის სამხედრო ბაზები ვაზიანში, ახალქალაქში და გონიოში. ხოლო ზაკავკაზსკი ვაენნი ოკრუგის შტაბი თბილისში გახლდათ განთავსებული.

აი, ასეთ მდგომარეობაში ვხვდებოდით 1995 წლის 1 იანვარს, მაგრამ არ დავიქეცით, არ მოვისპეთ და არ გადავშენდით.

პირიქით, ისტორიის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მას შემდეგ სერიოზულად ვართ წინ წასულები.

რატომ წავედით ამ მოცემულობაში წინ და რატომ არ დავეშვით მთლად ფსკერზე, მართალი გითხრათ არ ვიცი. ყველა ლოგიკით მომსპარ-განადგურებული უნდა ვიყოთ, მაგრამ ფაქტია, არ ვართ. ყოველ შემთხვევაში ზემოთ აღწერილ რეალობასთან შედარებით ახლა ვართ სადღაც სინგაპურსა და ახალ ზელანდიას შორის, თან ევროპაში.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ რა ცუდადაც არ უნდა იყოს ახლა საქმე, იმაზე ცუდად მაინც ვერანაირად ვერ იქნება, როგორც უკვე იყო და რომელიც ასე თუ ისე დავძლიეთ.

ასე, რომ ახლაც დავძლევთ. We shall overcome! გილოცავთ დამდეგს. “, - წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

🔵 ღამის კლუბებს 31 დეკემბერსა და 1 იანვარს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ

🔵 ცნობილი შეფ-მზარეულის გოზინაყის რეცეპტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791827086

საინტერესო ამბები

მიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...

მიხეილ სარჯველაძე

1791824931

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები

[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...

ირაკლი კირცხალია

1791821802

მსოფლიო

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...

პაპ ლეო

1791820055

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...

ააა

1791818366

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება

მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელ...

დავით ჩიხელიძე