"არსებული ინფორმაციით, ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი მოიაზრება" - ექპსერტი, დავით ქართველიშვილი
"უკრაინული ჟურნალისტური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია მსგავსი „ქოლ-ცენტრების“ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის თაობაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი მოიაზრება", – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოს და გერმანიის ფედერაციის საგამოძიებო უწყებების ერთობლივი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს.
"ამ პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში ერთი საინტერესო მოვლენა ლამის გამოგვეპარა.
გერმანიის სამართალდამცველებისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი უკლებლივ ყველა დანაყოფის მიერ, ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული და დაკავებულია ამ ეტაპზე 7 ბრალდებული პირი.
ამ დანაშაულს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს, როდესაც საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა შექმნეს რა ტრანსნაციონალური სინდიკატი, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე - დააფუძნეს რამდენიმე შპს და „ქოლ-ცენტრი“, რომლის უცხო ენების მცოდნე ოპერატორები სთავაზობდნენ გერმანიის და ევროპის სხვა მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში ცნობილი ბიზნეს-ტრენდების აქციების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო აქტივების, კრიპტოვალუტის შესაძენად. ~
ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
გამოძიება ჯერჯერობით მხოლოდ საწყის სტადიაზეა, თუმცა უკვე ამ ეტაპზე დადგინდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა - 9 490 991 ევრო, 716 642 აშშ დოლარი და 218 000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი.
უკრაინული ჟურნალისტური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია მსგავსი „ქოლ-ცენტრების" მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის თაობაზე. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი მოიაზრება.
ვერსია საინტერესოა, მით უმეტეს, თუ დადასტურდება უკვე საქართველოში დაპატიმრებული პირების მხრიდან ჩვენთან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში", - წერს ქართველიშვილი.
საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და დააკავა ორგანიზებული ჯგუფის 7 წევრი, რომლებმაც საქართველოში დააფუძნეს ექვსი შპს, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი ხდებოდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"ამ სირთულესაც ერთად გადავლახავთ" - ედუარდ სააკაშვილი დედასთან და ძმასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...
1791806427
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით, თუმცა ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი და ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის
„ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ...
1791805123
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს
„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრ...
1791800571
საზოგადოებაპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე
„მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფ...
1791800159
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით
„მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...


























