აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი ელექტრონული სერვისის დანერგვით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სწრაფი იდენტიფიცირების გზით, ვებგვერდზე www.rs.ge ავტორიზაციის გარეშე, მარტივად მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა. ამასთან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანა, შესაძლებელია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ელექტრონული განცხადების წარმოდგენით.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.
დღეის მონაცემებით, ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 26 655 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 58 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 26 597 განაცხადი დარეგისტრირდა.
ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში 1 552 685 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული:
https://rs.ge/gamblingRestriction
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
1746642369
მსოფლიოემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა
სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა დასავლეთში პირველი ვიზიტით 7 მაისს, ელისეის სასახლეში ჩავიდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რო...
1746640384
საზოგადოებამერიის ცნობით, დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია...
1746638815
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუსთან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურების შესახებ სოციალურ...
1746637327
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა: აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს. ასახლებს ადგილებს რომელიც არ უნდა მოინახულონ. რა კომპეტენცია გააჩნია საელჩოს მსგავსი განცხადებები აკეთოს?!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს....
1746635908
მსოფლიოვატიკანში კონკლავი დაიწყო
ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, კონკლავი, ოფიციალურად მიმდინარეობს. სიქსტის კაპელის კარები გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია, რაც საიდუმლო პროცესის დაწყებას გულისხმობს. 133 კარ...