ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“: მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის. ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია

მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის. ამიტომ ნამდვილად, როგორც არა ერთხელ გვითქვამს უკვე ამ სიაში მოხვედრა პატივი არის, იმის ფონზე, რომ არანაირი დასაბუთება არ აქვს ამ სიაში მათი მხრიდან ადამიანების შეყვანას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.
მისი შეფასებით, „მეგობარი აქტი“ არის გლობალური ძალების მიერ დაფინანსებული ყოველგვარ საფუძველს მოკლებული დოკუმენტი, რომელშიც უამრავი უზუსტობაა.
„არც დასაბუთებაზე აღარ ვლაპარაკობთ, ელემენტარულად ისეთი ფაქტობრივი ცდომილებები აქვთ, როდესაც მოსამართლეების სიაში ჰყავთ შეყვანილი ადამიანი, არც მოსამართლეა და უკვე არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან. ასეთი ფაქტობრივი ცდომილებები ბევრია. თავად დასახელება არის დიდი ცდომილება. მე ეჭვი მეპარება და ნამდვილად არ მჯერა, რომ ამერიკაში არ იციან მეგობრობა რას ნიშნავს. ამიტომ ეს დასახელება „მეგობარი აქტი“ მხოლოდ და მხოლოდ პიარული შეფუთვა არის იმ მტრული და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული განწყობისა, რომელიც ამ აქტში არის. რატომ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს აქტი მომართული, რადგან ის ასანქცირებს და ის უპირისპირდება ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ, რომ არა ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად ხელისუფლებაში მოსული ადამიანები, ინდივიდუალურად არავის წინააღმდეგ არ იქნებოდა ეს აქტი მომართული. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ვირჯებით, რომ ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ვასრულებთ ამ ქვეყნის ინტერესებში შემავალ პოლიტიკას.
ცოტა მეტი ინფორმაცია, რომ მივაწოდოთ საზოგადოებას დავიწყოთ იმით, რომ თავად ის ფაქტი, რომ ქართული ოპოზიცია და ეს რადიკალები ჯო ვილსონს ეყრდნობა, უბრალოდ შეგრძნობების დონეზე, რომ ავუხსნა ეს არის ადამიანი, რომელიც პირობითად ჩვენს შემთხვევაში შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია. ძალიან საინტერესო არის, რომ ჯო ვილსონი 2001 წლიდან არის მე მგონი ამერიკის კონგრესის წევრი და იმ პირობებში, როდესაც მან მთელი ნაციონალური რეჟიმის სისასტიკე ისე გაიარა, რომ ერთი განცხადებაც და ერთი აქტიც არ დაუნიცირებია და ფაქტობრივად ემხრობოდა და ეთანხმებოდა იმ სადისტურ რეჟიმს, 2008 წლის ომი ისე გადაიარეს, რომ არანაირი აღშფოთება ისეთი ქმედითი ნაბიჯებით არ გამოუხატავთ და ფაქტობრივად ქართველი ხალხი დატოვეს ამ სადისტების და ომის პირობებში პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ამ აქტს არ აქვს არანაირი ობიექტური საფუძველი. რაც შეეხება რეალურ საფუძველს, ეს არის კარგად დაფინანსებული და სამწუხაროდ დიდი გლობალური ოლიგარქიული არაფორმალური გავლენების შედეგი, სადაც პირველი ეტაპი ამ შემთხვევაში გავლილი აქვთ. თუმცა ალბათ დააკვირდებოდით, რომ ამ ეტაპსაც საკმაოდ გამოზომილად აწვდიდნენ ხომ. ეს პროცესი ისე იყო გაწელილი, რომ ადამიანების ემოციაზე უფრო მეტად ემოქმედათ. ახლა დარჩენილი არის სენატის მხრიდან მისი დამტკიცება. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საფუძველი არსებობს დაშვების დონეზეც, რომ ვთქვათ, რომ სენატმა მიიღო და დაამტკიცა. ეს კიდევ ერთი დღე იქნება ამ რადიკალური ოპოზიციონერებისთვის, რომ აქ ატეხონ ჟრიამული და გარკვეული სიცოცხლის ნიშან-წყალი ჩაისახოს მათ აქტივობებში. და ამის შემდგომ ეს აქტი გადაეცემა ადმინისტრაციას. და უბრალოდ განმარტებისთვის მინდა გითხრათ, რომ ის მოწოდებები, რაც ამ აქტშია გაჟღერებული ამერიკის პრეზიდენტს ისედაც შეუძლია, რომ გააკეთოს. მათ შორის დაასანქციროს ნებისმიერი ადამიანი გარკვეული ფაქტებიდან გამომდინარე და საერთოდ არ საჭიროებს ამ აქტის მიღებას. ამავდროულად, მათ შორის გადაგზავნილი აქტების აბსოლუტური უმრავლესობა არ დასტურდება ხოლმე ადმინისტრაციის და პრეზიდენტის მხრიდან. ამიტომ ერთია, მოეწერება თუ არა ხელი და მეორე არის, რომ ხელის მოწერის პირობებშიც ეს უფლებამოსილება ისედაც ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
1746691207
საზოგადოებაპაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა
„ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათ...
1746691124
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2...
1746689938
საზოგადოებანინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე
„ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მან...
1746689842
საზოგადოებალევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა
„საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოა...
1746688239
საზოგადოებასოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს
ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად,...