ნინო წილოსანი: „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიის ფურცელი უკვე დაწერა, მთელი თავისი მმართველობის პერიოდში საქართველო ატარა მშვიდობის გზით და გადაარჩინა და დაიცვა არა ერთ უსერიოზულესი რისკისგან და გამოწვევისგან

„ქართულმა ოცნებამ“ ისტორიის ფურცელი უკვე დაწერა, მთელი თავისი მმართველობის პერიოდში საქართველო ატარა მშვიდობის გზით და გადაარჩინა და დაიცვა არა ერთ უსერიოზულესი რისკისგან და გამოწვევისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, დღეს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეულმა პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა აქცენტები, რომელიც უკავშირდებოდა არა მხოლოდ ქვეყნის გამთლიანებას, არამედ საზოგადოების გაერთიანებას, რასაც მთელი გუნდი იზიარებს.

„დღეს, „ქართული ოცნების“ დიდი პოლიტიკური ოჯახი კიდევ ერთხელ შეიკრიბა და პარტიის თავმჯდომარედ დამსახურებულად, კიდევ ერთხელ ავირჩიეთ ირაკლი კობახიძე. ის არის ნამდვილად გამორჩეული ლიდერი და მისი ლიდერობით „ქართულ ოცნებას“ არაერთი საარჩევნო გამარჯვება და არა მხოლოდ საარჩევნო, ზოგადად არა ერთი პოლიტიკური გამარჯვებისთვის მიუღწევია.

მნიშვნელოვანი იყო ირაკლი კობახიძის აქცენტები მისი გამოსვლისას და რა თქმა უნდა, სრულად დავეთანხმები ქვეყნის გაერთიანების პრიორიტეტს. ეს გაერთიანება არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ იმ გარკვეულწილად მოგლეჯილ და მოწყვეტილ პატარა ჯგუფს ადამიანების, რომელიც სწორედ, რომ გარკვეული გარე ძალებიდან და გარე დაკვეთიდან გამომდინარე მთლიანად განუდგა ამ ქვეყნის უმრავლესობას და განუდგა ყველაზე უმძიმესი ფორმებით. ამ ადამიანებმა საკუთარი ოჯახის წევრების, მეგობრების, უახლოესი ადამიანების წინააღმდეგ ყველაზე ბინძური მეთოდებით გაილაშქრეს. თუ ტყვიების სროლა არ ყოფილა, ამ შემთხვევაში მათ სიტყვიერად ისეთი შეურაცხყოფები და იმხელა ტკივილი აყენებს საკუთარ უახლოეს ადამიანებს, რომ ამ ყველაფერს ნამდვილად არ ჩაუვლია უმტკივნეულოდ და თავისთავად საზოგადოებას სჭირდება გამთლიანება, ამ რაღაც ტკივილის დავიწყება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამიტომ სრულად ვეთანხმებით მთელი პოლიტიკური გუნდი ირაკლი კობახიძის ამ აქცენტს და რა თქმა უნდა ის დიდი იდეა და თითოეული ჩვენგანის არსი ცხოვრების ამ შემთხვევაში, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნეს მიღწეული და ამას ნამდვილად შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკით, რომლის საუკეთესო შემსრულებლები ვართ. „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიის ფურცელი დაწერა უკვე. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი თავისი მმართველობის პერიოდში საქართველო ატარა მშვიდობის გზით და გადაარჩინა და დაიცვა არა ერთ უსერიოზულეს რისკისგან და გამოწვევისგან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746691207

საზოგადოება

პაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა

 „ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათ...

შალვა პაპუაშვილ

1746691124

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო

 საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2...

ლევან მოსეშვილი

1746689938

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე

 „ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მან...

ნინო წილოსანი

1746689842

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა

 „საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოა...

ლაშა აბაშიძე

1746688239

საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს

 ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად,...

სააწარმოები