ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუსთან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„რისი ეჭვიც მქონდა ეგ არის ზუსტად...
ანუ, ჯერ განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომ ისე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს...
ანუ, საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვალდებული სამსახურები საქმის კურსშიც კი არ ჩააყენა?!
P.S. უკაცრავად, ვაშინგტონში საქართველოს აშავებს „ჰელსინკის ნაძირალათა კავშირი“ და თბილისში ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ავლენს შტატების საელჩო - ეს ვითომ დამთხვევაა?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ცნობისთვის, სუსის მიერ აშშ-ის საელჩოს საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“.
1746691207
საზოგადოებაპაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა
„ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათ...
1746691124
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2...
1746689938
საზოგადოებანინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე
„ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მან...
1746689842
საზოგადოებალევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა
„საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოა...
1746688239
საზოგადოებასოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს
ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად,...