"ბავშვზე მოძალადე ადამიანი, როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნეკა დოროყაშვილის ადვოკატზე

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელეს.
ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი ეხმაურება და წერს:
"ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არის ის, რომ ბავშვმა არ უნდა ნახოს და არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი მშობელ მამასთან?
ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე?
უფლებადამცველი ანა აბაშიძე, ეს არის ქალბატონი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ბავშვის მიმართ, ყველაფერი გააკეთა ისე, რომ ნიკა ბასილაშვილს აუკრძალეს შვილის ნახვა უკვე მეოთხე წელია.
იძალადეს ბავშვზე აიძულეს ხუთი წლის ბავშვი ელაპარაკა მოგონილ და ტყუილ ამბებზე და ეს ყველაფერი ჩაიწერეს ვიდეოზე.
ნუთუ ეს დანაშაული არ არის?
და ამ ქალბატონს ჰქვია უფლებადამცველი", - წერს ნოდარ ბასილაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე მასა და მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს იკვლევენ.
სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა. პროცესი უკვე ორი წელია, გრძელდება.
* "რა მატყუარაა ეს ბიჭი" - ბაია პატარაია ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...