„ბებიას, ბაბუას და ობლებს დიდი და ახალი სახლი აქვთ“ - აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
„ბებიას, ბაბუას და ობლებს დიდი და ახალი სახლი აქვთ“ - ქველმოქმედებით ცნობილი ახალგაზრდა ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
„სასწაულობა ამბავი.
ბებიას, ბაბუას და ობლებს დიდი და ახალი სახლი აქვთ. უამრავი ადამიანის რესურსი, შრომა და გულია ჩადებული ამ სახლში და მთელი გულით მადლობას გიხდით ყველას სათითაოდ.
ბავშვები რანაირი ბედნიერები არიან, არ იცით. მალე ყველა თავის თბილ ოთახში დაიძინებს. ეცადეთ სიკეთე და თბილი გული მოგცემთ შვებას ყველაფერში და თავს ბედნიერად იგრძნობთ.
იკას უდაბნოს, ჰუაკაჩინას, კუსკოს,პუერტო მალდონადოს და ამაზონიკოს მთელ სასწაულ ამბებს ბლოგზე მოგიყვებით.
ბავშვებს კი ჩვენც ვეყოლებით და ბედნიერება და წარმატებები ვუსურვოთ ცხოვრების რთულ გზაზე“, - წერს აკა სინჯიკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს, სადაც ბავშვები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ სახლი აუშენეს.
აკა სინჯიკაშვილმა, ბავშვების დახმარების თხოვნით, საზოგადოებას, ერთი თვის წინ მიმართა.
ასევე საინტერესოა:
🔵 „დიდია გულისტკივილი ბატონი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო“ - ილია მეორე
1791749091
ახალი ამბებიზაზა გვიმრაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე: პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ, მორგში მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი
„ისეთი პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ და მორგში პატიმარს მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა გ...
1791747453
ახალი ამბებიყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა
„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლე...
1791745559
მსოფლიოთურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
„თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში, ავტომაგისტრალზე, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი...
1791741431
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა
„ეს იყო ერთი დიდი სცენარს ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქა...
1791739720
ახალი ამბებიავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებულ...




























