ბექა ყუნაშვილი: მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებაში სამსახურებრივი დახმარების სანაცვლოდ რწმუნებულის მოადგილის მიერ მოთხოვნილი იყო 400 000 დოლარის ოდენობის ქრთამი, აქედან ნაწილი თანხა, 80 000 დოლარი მან აიღო

 მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებაში სამსახურებრივი დახმარების სანაცვლოდ რწმუნებულის მოადგილის მიერ მოთხოვნილი იყო 400 000 დოლარის ოდენობის ქრთამი, აქედან ნაწილი თანხა, 80 000 დოლარი მან აიღო, - განაცხადა პროკურორმა ბექა ყუნაშვილმა.

„აღნიშნული თანხა წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას. არსებობს მიმალვის ალბათობა, არსებობს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რისკი, ეს ბრალდების მხარის ინტერესებში არ შედის, ამის დასაზღვევად ვითხოვთ პატიმრობას. ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრება არ იყო, ჰყავთ კერძო მფლობელები. საქმე ეხება 2 მიწის ნაკვეთს, თითო ჰექტრის ფართობით“, - აღნიშნა ბექა ყუნაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. გიორგი კაპანაძეს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფაქტის ამსახველი ჩანაწერიც გაასაჯაროვა - კაპანაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757265762

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ზუსტად ამას ჰქვია საბოტაჟი სამართ...

შალვა პაპუაშვილი

1757265697

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ეროვნულ ნაკრებს: ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ხართ და ყველასთვის ხართ ანგარიშგასაწევი ძალა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენი გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქ...

მიხეილ ყაველაშვილი

1757264055

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე: ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის

როცა 2020 წელს შემოვედი პოლიტიკასა და პარლამენტში მამუკა მდინარაძე მაშინ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ის იყო ის ადამიანი, ვინც უმრავლესობის ახალ წევრებს განსაკუთრებულ პატრონაჟს უწევდა, - განაცხადა გადაცე...

შალვა პაპუაშვილი

1757263207

სპორტი

თორნიკე შენგელია: ამაყი ვარ ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით

საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შესახებ კომენტარი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა.  „სასწაული მატჩი იყო, მით უმეტეს საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც...

თორნიკე შენგელია

1757261574

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

ირაკლი კობახიძე