ნიკოლოზ სამხარაძე შანხაის სამიტზე: სამიტს გარდა წევრებისა, ჰყავს ასევე პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნები. საქართველო არც წევრია, არც პარტნიორია და არც დამკვირვებელი. ლოგიკური იყო, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე არ იყო დაპატიჟებული

 სამიტი, რომელიც გაიმართა, მას გარდა წევრებისა, ჰყავს ასევე პარტნიორი ქვეყნები და ასევე დამკვირვებელი ქვეყნები. საქართველო არც წევრია, არც პარტნიორია, არც დამკვირვებელი და არც წევრობას ესწრაფვის. შესაბამისად, ლოგიკური იყო ის, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე არ იყო დაპატიჟებული, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციის სპეკულაციაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება შანხაის სამიტზე არ მიიწვია.

სამხარაძემ ასევე ისაუბრა 10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მოსმენაზეც, სადაც თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი მოწმეებად არიან მიწვეული.

„ყველა ხვდება, რომ ეს ადამიანები რეალურად ქვეყნის წარმატებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იბრძვიან საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ოპოზიციაში. საკუთარი ადგილის დამკვიდრება, როდესაც შენ ხელს გიწყობენ ისეთი ოდიოზური ფიგურები ქართული საზოგადოების, როგორიც არის ჯო უილსონი, რომელიც აწყობს ამ ყბადაღებულ ღონისძიებას, რა თქმა უნდა აქ ვერანაირ ქულას ქართულ საზოგადოებაში ვერ ჩაიწერ.

ისინი სასოწარკვეთილნი არიან იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ახერხებენ საკუთარ მოსახლეობაში მცირედი მხარდაჭერის მოპოვებასაც კი და ამიტომ მათ არ აქვთ მუდმივი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ყოველდღე ამ პოზიციას იცვლიან. ამით თითქოს ცდილობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ზიანი მიაყენონ და ვერ ხვდებიან, რომ ამით საკუთარ მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757265697

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ეროვნულ ნაკრებს: ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ხართ და ყველასთვის ხართ ანგარიშგასაწევი ძალა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენი გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქ...

მიხეილ ყაველაშვილი

1757264055

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე: ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის

როცა 2020 წელს შემოვედი პოლიტიკასა და პარლამენტში მამუკა მდინარაძე მაშინ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ის იყო ის ადამიანი, ვინც უმრავლესობის ახალ წევრებს განსაკუთრებულ პატრონაჟს უწევდა, - განაცხადა გადაცე...

შალვა პაპუაშვილი

1757263207

სპორტი

თორნიკე შენგელია: ამაყი ვარ ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით

საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შესახებ კომენტარი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა.  „სასწაული მატჩი იყო, მით უმეტეს საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც...

თორნიკე შენგელია

1757261574

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

ირაკლი კობახიძე

1757260350

საზოგადოება

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შ...

მიხეილ ყაველაშვილჯ