ბონდო მძინარაშვილი: გამომცემლობა „სამშობლოდან“ ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მაქვს იმიტომ, რომ ქუჩაში გამოყარეს ადამიანები

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საუბრობს. ის ეხმიანება გამომცემლობა „სამშობლოს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ გამომცემლობიდან „ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური“.

„გამომცემლობა „სამშობლოდან“ ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მე ვგულისხმობ იმას, რომ პატარ-პატარა გამომცემლობები და რედაქციები იყო, მაგრამ იყო ასევე დიდი რედაქციები. ფაქტობრივად ხუთჯერ გამოიცვალა ოფისი გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“. გაზეთი „თბილისი“ ფაქტობრივად აღარ გამოდიოდა, ასევე, გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი გაზეთი იყო, რომელშიც სერიოზული რეფორმა განახორციელა პაატა ნაცვლიშვილმა, იმ დროისთვისაც კი. საერთოდ გაუქმდა გაზეთები. საქართველოში გაზეთები აღარ არსებობდა თუ არ ჩავთვლით იმ გაზეთებს, რომლებიც გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში აღარ იყვნენ.

სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მაქვს იმიტომ, რომ ქუჩაში გამოყარეს ადამიანები, რომლებსაც ზოგს ჰქონდა საპენსიო ასაკი და იმ პენსიას მაინც მიიღებდა, მაგრამ ქუჩაში უსამსახუროდ აღმოჩნდნენ ადამიანები. 10-ში გაიღვიძეს და იცოდნენ, რომ შენობაში უნდა მისულიყვნენ და იქ არავინ შეუშვებდა და 11-ში უკვე აღარ იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ ეს ადამიანები. უცბად დაკარგეს სამუშაო ადგილები, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ბევრი ადამიანი სახლიდან აღარ გამოსულა და ჩაქრნენ ის ადამიანები. ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა იყო იმ დროისთვის გამომცემლობა „სამშობლოსი“, - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747746264

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან...

ლევან დავითაშვილ

1747744869

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია

თბილისის მერი კახა კალაძე სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ...

კახა კალაძე

1747743013

ახალი ამბები

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს...

მამუკა ხაზარაძე

1747742848

საზოგადოება

ალბი კორძაია ხოშტარიაზე: რაც შეეხება ელენეს გუშინდელ ბოდვას, არ ვიცი რატომ დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე - მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორი და კიდევ 10 წელი სიარულს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ აპირებს

რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით, რომ 4-იანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული, - ასე...

ალბი კორძაია

1747742382

ახალი ამბები

დავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება დაიწყო

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვანძის მოწესრიგება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილ...

დავით სარაჯიშვილის გამზირი