ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი: შთამბეჭდავია ის მზარდი ხარისხი და მრავალფეროვნება, რაც დღეს ქართულ ღვინოში შეინიშნება

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, საქართველოს ბრიტანეთიდან 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე „Walk-around Tasting“ ბრიტანელი სტუმრები 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, თანამედროვე ინდუსტრიის, ქართული ვაზისა და ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
„მართლაც შთამბეჭდავია ის მზარდი ხარისხი და მრავალფეროვნება, რაც დღეს ქართულ ღვინოში, განსაკუთრებით, თეთრ არომატულ ღვინოებში შეინიშნება. ასევე თვალსაჩინოა ქარვისფერი ღვინის დახვეწილობა და განვითარება. აღსანიშნავია ქვევრის ღვინოების ჰარმონიული ინტეგრაცია და ტანინი წითელ ღვინოებში, განსაკუთრებით საფერავის შემთხვევაში. მოუთმენლად ველოდები უფრო მეტი უნიკალური ქართული ღვინის დაგემოვნებასა და ჩვენი ჯგუფისთვის გაზიარებას“, - აღნიშნა ,,Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ.
ვიზიტის ფარგლებში, სარა ებოტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შეხვდა. მხარეებმა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან და ავთენტურ პროდუქტს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი მეღვინეების და ღვინის კომპანიების მიერ ბრიტანეთის ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებასა და ექსპორტის მოცულობის ზრდას.
დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს.
1750754719
ახალი ამბებიპარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. „ვულოცავთ ბატონ გიორგის, ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ს...
1750754098
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ბრიუსელი საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, მისთვის მნიშვნელოვანი არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ საქართველოში მოქმედი მათი აგენტურაა
ბრიუსელი, საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, პარალელურად ამბობს, რომ ქართველი ხალხი მათთვის მნიშვნელოვანია და მათი დასჯა არ უნდათ. ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანი არა ს...
1750753630
საზოგადოებაგელა გელაძე: დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი
დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგ...
1750753248
საზოგადოებასოზარ სუბარი: ფასდაუდებელია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც შეძლეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულთა დეტალური აღწერა და საკუთრების უფლების აღდგენისათვის დაუღალავი ბრძოლა
საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი. როგორც მან კომისიი...
1750753199
ახალი ამბებისასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე აეკრძალ...