კახა კალაძე: უნდა გვქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებს და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რათა დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს საქართველოს ინტერესები.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-ნატოს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამ მიმართულებით. თუნდაც ნახეთ, როგორი პარტნიორი იყო საქართველო საერთაშორისო მისიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა არ ვართ, ყოველთვის ყველაზე მეტი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი საჯარისო დანაყოფების თვალსაზრისით. უამრავი მადლობა და წარმატება ჰქონდათ ჩვენს ბიჭებს. ჩვენ დავამტკიცეთ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ფაქტებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა. თუმცა, დღეს, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება ნატოში. კარგად მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, დიდი ქვეყნები გამოდიან თავიანთი ინტერესებიდან. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა გვქონდეს პრაგმატული და სწორი პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750765645

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის

 ბატონო ანრი, თქვენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ...

შალვა პაპუაშვილი

1750760644

საზოგადოება

პრემიერი: ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლე...

ირაკლი კობახიძე

1750760511

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს

ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ლევან დავითაშვილი

1750759661

ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ლევან დავითაშვილი, რ...

მარიამ ქვრივიშვილი

1750757077

საზოგადოება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური ოდენობა, - ინფორმაციას...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო