ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს

ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ლევან დავითაშვილი არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას.
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ, თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად, მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი.
სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
1750770342
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: არაფერს ისე არ დაუზიანებია ევროკავშირის იმიჯი საქართველოში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში, ევროკავშირის მიერ, ემანუელ მაკრონის პირით ნათქვამ უარს კანდიდატის სტატუსზე
„რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა „ევრობარომეტრის“ კვლევა, სადაც ნათლად წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მნიშვნელოვნად შემცირდა. ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ევ...
1750768833
საზოგადოებალაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო, მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს. შეხვედრის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი...
1750767243
ახალი ამბებიოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო. ა...
1750765749
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც რეგულაციები მკაცრდება არაერთი მიმართულებით, იქნება ეს...
1750765645
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის
ბატონო ანრი, თქვენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ...