"ბუნებაში გასეირნებამაც თუ ვერ უშველა, მერე როგორ მოიქცეს პენიტენციური სამსახური, სად წაიყვანონ, - ცირკში?! ზოოპარკში?! ბოტანიკურ ბაღში?! დენდროლოგიურ პარკში?!" - ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ნევროლოგის მიერ გაკეთებულ დასკვნას, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება.

"სააკაშვილის ყოველდღიური მენიუ:

1. ერთი ადვოკატი (მორიგეობით, ვისაც იმ დღეს უწევს);

2. ერთი დეპუტატი (გემოვნებით);

3. ერთი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე;

4. ერთი დედამისი გიული ალასანია;

5. საკვები დანამატები.

კვირაში ერთხელ - ლიზა იასკო.

თვეში ორჯერ - კონსილიუმის "ბანკეტი".

დეპრესია ექნება, აბა, რა მოუვა?!  

პატიმარს, განკურნება-რეაბილიტაციისთვის, ექიმმა ყიფშიძემ ბუნებაში ბადრაგის გარეშე სეირნობა "გამოუწერა".
პატიმარს!

ბადრაგის გარეშე!

დღეს გავიგეთ, რომ თურმე მსჯავრდებული სააკაშვილი ციხის პირობებში ან თუნდაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იზოლირებულად ვერ განიკურნება!

აი, დარდი!

არა, სააკაშვილის "მენიუ" რომ დაგვცინის, ცხადია, მაგრამ, იქნებ, ფსიქიატრებმა უფრო გარკვევით თქვან, - თუ ბუნებაში გასეირნებამაც ვერ უშველა, მერე როგორ უნდა მოიქცეს პენიტენციური სამსახური, მერე სად წაიყვანონ, - ცირკში?! ზოოპარკში?! ბოტანიკურ ბაღში?! დენდროლოგიურ პარკში?!

თქვენ ხომ გაქვთ პროფესიული რეპუტაცია?!

კარგი, მაგას რომ ასხია, ნათელია და თქვენზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ... თქვენთანაც აბრახუნებენ?!",- წერს მძინარაშვილი.

ამავე თემაზე:

🔲 მიხეილ სააკაშვილს აქვს მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა - ნევროლოგი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791987611

საზოგადოება

„ქართული ოცნება“: ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა...

ნანუკა გუდავაძე

1791986735

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რაღა უნდა გააკეთოს პარტიზანულმა არმიამ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოში ვაღიაროთ ასეთი დაჯგუფება, როგორც საფრთხის შემცველი

არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები. ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რომ...

გიორგი ვოლსკ

1791984589

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება

ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხოლმე ჩვენი კოლეგებისგან, საქართველო არავის ედრება, მით უმეტეს მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ერთს –...

ლევან მახაშვილი

1791982481

ახალი ამბები

სამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მამა-შვილი დაჭრა

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სა...

მკვლელობა ბათუმში

1791982196

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შ...

გურამ მაჭარაშვილი