"ჩვენ, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ" - ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა

"მცდარია ის აზრი რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ" - ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მარტვილში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიტროპოლიტის თქმით, არის მცდელობები, რომ გაემიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს, თუმცა ეკლესია ისტორიულ როლს ასრულებდა ქვეყნის მშენებლობაში.
"ძალიან გასაკვირია დღეს, რატომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ ერი და ეკლესია ცალ-ცალკე იყვნენ, ეკლესია და სახელმწიფო არ უნდა მოღვაწეობდნენ ერთობლივად.
ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ეს - თუ ასეთი რამ მოხდა, ეს იქნება ისტორიის წყვეტაც, ტრადიციების დარღვევაც და ფასეულობების დარღვევაც.
ქვეყნის მშენებლობაში ეკლესია და სახელმწიფო ყოველთვის იყო, არის და იქნება.
ამ საქმეში ეკლესიას უპირველესი როლი ენიჭება. მცდარია ის აზრი, რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე.
ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ.
ამის მაგალითია გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი", - აღნიშნა მეუფემ.
დღეს მარტვილში ჭყონდიდობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ეპარქიის მიტროპოლიტებმა საზეიმო წირვა ერთობლივად აღავლინეს.
1750613960
ახალი ამბებიუკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 22 ივნისამდე რუსეთ-უკრაინის ომში 81-ზე...
1750612996
საზოგადოებაავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაო...
1750612174
მსოფლიო„დემოკრატი“ კონგრესმენი: ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ
ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ, - განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა, მელანი სტენსბერიმ. „პრეზიდენტმა ცალმხრივი სამხედრო მოქმედება განახორც...
1750609617
მსოფლიოირანული მედია: ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის, გლობალური მნიშვნელობის სატრანზიტო გზის, ჩაკეტვას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ი...
1750606941
მსოფლიოაშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე
აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან...