"ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული პრაქტიკაა ბავშვისთვის ტკბილეულის შეთავაზება - ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცნობისგან არასდროს არ აიღოს შემოთავაზებული ტკბილეული" - მედიკოსის რჩევა მშობლებს
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2022/01/13/9304/skola_w_h.jpeg)
ექიმი, ნინო ლომიძე ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს:
"რა უნდა იცოდეს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვმა აუცილებლად!
საკუთარი უსაფრთხოებისთვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ბავშვმა უნდა იცოდეს:
- მშობლების სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი ( ერთის მაინც), საკუთარი მისამართი, 112 – ნომერი და მარტივი ინსტრუქცია – როდის დარეკოს, რა თქვას.
- ბავშვმა უნდა იცოდეს, ვინ არის უცხო/უცნობი – უცხო და უცნობია ყველა, ვინც ბავშვს არასდროს უნახავს, ვისთანაც არ ულაპარაკია, ვისი სახელიც არ იცის.
- უცნობმა შეიძლება მიმართოს მას სახელით, იცოდეს მშობლების სახელები, ჰგავდეს ვინმე ნაცნობს – ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ის არ არის ოჯახის წევრი, ოჯახის მეგობარი და თუ ბავშვი პირველად ხედავს მას, ის არის უცნობი ადამიანი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ:
- არ გამოეპასუხოს უცნობს!
- არ გაუბას საუბარი!
- არ გაჰყვეს არსად და არასდროს – მიუხედავად იმისა, რას სთავაზობს უცხო ადამიანი მას.
- ეს შეიძლება იყოს დახმარების თხოვნა (უფროსი არასდროს არ უნდა სთხოვდეს დახმარებას ბავშვს და ეს მან უნდა იცოდეს!), საყვარელი ლეკვების ჩვენება, ტკბილეული….ბავშვმა მტკიცედ უნდა იცოდეს:
- არ გაჰყვეს უცნობს არსად, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგას მისკენ და მასთან ერთად!
- ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ არის უზრდელობა, თუ უცნობს არ დაელაპარაკება.
- ასწავლეთ – ნუ გამოელაპარაკები უცნობს! არ აქვს მნიშვნელობა, რას გეუბნება ის. არ გამოელაპარაკო! ეს არ არის უზრდელობა.
- დაისწავლოს და თქვას ხმამაღლა: მე არ ველაპარაკები უცნობებს!
- თუ უცნობი გააგრძელებს მასთან საუბარს, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს – თუ უცნობი თან ესაუბრება და თან ეხება ან ცდილობს, თავისი მიმართულებით წაიყვანოს ბავშვი, მან უნდა იყვიროს, იღრიალოს, იქნიოს ხელები, თითქოს ფრთებია (ასე რთულია ჩაჭიდება და მოხელთება), მან უნდა იყვიროს – დარეკეთ პოლიციაში! მე ამ ადამიანს არ ვიცნობ!
- რაც შეიძლება ხმამაღლა ღრიალი!
- ასწავლეთ – სკოლასთან, ბაღთან ან ეზოში თუ მოვიდა ვინმე, ვისაც არ იცნობ, თუ გეკითხება სახელს, გვარს, სად არიან მშობლები ან სვამს ნებისმიერ სხვა კითხვას. თუ გთავაზობს ნებისმიერ რამეს, შენი პასუხია – უცნობებს არ ველაპარაკები!
- თუ უცნობი კვლავ აგრძელებს შენთან საუბარს, ეძებ ნაცნობს – მასწავლებელს, კლასელის მშობელს, მეზობელს და მირბიხარ მასთან.
- თუ ირგვლივ არავინაა ასეთი და უცნობი მაინც არ გშორდება, შედიხარ სკოლაში/ბაღში.
- თუ უცნობი ხელს გკიდებს, იწყებ ღრიალს და ხელების ქნევას, თითქოს ფრთებია. ღრიალებ: დარეკეთ პოლიციაში! მე ამას არ ვიცნობ!
- არასდროს არავის არ მიჰყვები მანქანასთან! მანქანაში უჯდები მხოლოდ დედას, მამას, ბებოს, ბაბუს (კონკრეტული ჩამონათვალი, ვისაც შეიძლება ჩაუჯდეს მანქანაში!)
- ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული პრაქტიკაა ბავშვისთვის ტკბილეულის შეთავაზება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცნობისგან არასდროს არ აიღოს შემოთავაზებული ტკბილეული.
- არ არის უზრდელობა ამის თქმა: უცნობებისგან არაფერს არ ვიღებ. არ ავიღებ თქვენს შოკოლადს!
- ამ წესების დასწავლა სასურველია თამაშებისა და როლური აქტივობების გამოყენებით. არ დაზაფროთ ბავშვები და ზედმეტად ნუ დააშინებთ მათ. ნუ დასტრესავთ საკუთარი შეშფოთებითა და დიდაქტიკური ტონით. მოიფიქრეთ თამაშების სცენარები და გაიარეთ ეს საკითხები თამაშ-თამაშ.
- არასდროს ახსენოთ „გუდიანი კაცები“ და მსგავსი არარეალური პერსონაჟები. გამტაცებლები ცდილობენ ნდობის მოპოვებას და კარგადაც გამოსდით ეს. ბავშვები ენდობიან მათ! ისინი არ გამოიყურებიან, როგორც ბოროტმოქმედები, „გუდიანი კაცები“, „ბუები“. უცნობი ადამიანი – საკმარისი დეფინიციაა. ბავშვი უნდა იყოს ფრთხილად უცნობთან!
- უსაფრთხოების წესების დასწავლა საბავშვო ბაღებსა და კოლების დაწყებით საფეხურზე უნდა იყოს სავალდებულო!
- სასწრაფოდ მოჰყვეს რეაგირება ბოლო დროს გახშირებულ შემთხვევებს.
- სპეციალისტების მხრიდან შემუშავდეს და დაიგზავნოს სახელმძღვანელო წესები სკოლებსა და ბაღებში.
პატრულის თანამშრომლებმა/მოხალისე მშობლებმა იმორიგეონ სკოლებთან.
გამოყენებულია ორგანიზაცია Healthwise-ის გაიდლაინი", - წერს მედიკოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1739285972
ახალი ამბებიპრემიერი: უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1739285655
ახალი ამბები„მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამიტში მონაწილეობა, რომელიც დუბაიში იმართება, ეს სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრ ქვეყანას გავაგონოთ ჩვენი გზავნილები“ - ირაკლი კობახიძე
„მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამიტში მონაწილეობა, რომელიც დუბაიში იმართება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს სამიტი იძლევა...
1739283861
ახალი ამბები„ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება დაკავშირებ...
1739281763
ახალი ამბები„სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას - მაშინ დაანებე თავი ჩემს ქვეყანას“ - ლევან მაჭავარიანი
„ვისი ფულიც ემსახურება საქართველოში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას, მაშინ სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას, მ...
1739280061
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8004 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7813 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...