დაიცავით დოზა, თორემ შესაძლოა წამალი, საწამლავად იქცეს - ექიმის რჩევები

"dosis facit venenum" - ანუ ზომა-წონის დეტერმინიზმი

"დოზა ქმნის შხამს" - ნამდვილად ასეა და პირველ რიგში მედიცინაში.

რამდენიმე მაგალითი:

•გულის კუნთის ინფარქტის დროს ვენაში გაკეთებული 5-10 მგ მორფინი საოცრებას მოახდენს - მოგიხსნის გაუსაძლის ტკივილს, შიშს, პანიკას, ჰაერის უკმარისობას, განტვირთავს გულის preload-ს, დასწევს მაღალ წნევასაც და ამგვარად შეამცირებს ჟანგბადის მოხმარებას.

აი, უინფარქტოდ ვენაში გაკეთებული ამ დოზის 2-3 ჯერ მეტი, შეიძლება შენი სამუდამო ძილის მიზეზი გახდეს, მით უმეტეს განსაკუთრებული ჯგუფის ადამიანებში!

• ესციტალოპრამის 5 მგ შეამცირებს შენს პანიკურ შეტევებს, მაგრამ იგივე ესციტალოპრამის 20 მგ დიდი ალბათობით  თავად გამოიწვევს პანიკურ შეტევას.

• თვეში რამდენჯერმე მიღებული ციტრამონი  გაგიყუჩებს თავის ტკივილს, ყოველ (მეორე) დღეს მიღებული იგივე წამალი, მალე თავად გახდება შენი თავის ტკივილის მიზეზი.

• ხანგრძლივი, მაღალი დოზით, ხშირად არამიზანშეწონილი ანტიბიოტიკის მოხმარება თავად იწვევს ინფექციას. სოკოვან ინფექციას არ ვგულისხმობ (ეს ბანალური და ბუნებრივია). არა, ბაქტერიულ ინფექციაზე ვლაპარაკობ!

• ანტიარითმიული პრეპარატების დიდი ნაწილი დოზის მინიმალური შეცვლით იწვევს (სერიოზულ) არითმიებს. 

ასევე - ნუ მიიღებთ საქართველოში ძალიან ტრენდული კორდარონი/კორდარექსი (შემცველი ნივთიერება: ამიოდარონი) თვითნებურად, ან მეგობრის რეკომენდაციით!რადგან ეს არის ძალიან კომპლექსური და ხანგრძლივმოქმედი ანტიარითმიული პრეპარატი, აქვს გავლენა სხვა ორგანოებზეც (ფარისებრი, ფილტვი...), რომლის დანიშვნაზე  სახლის პირობებში კარდიოლოგიც ორჯერ დაფიქრდება.

შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა, მაგრამ არსი ერთია:

მედიკამენტის დოზა წყვეტს, ეს მედიკამენტი დაგეხმარება, გიმკურნალებს თუ გავნებს, თუ მოგკლავს!

გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყავით წამლის დოზების თვითნებურად ცვლასთან!

თუ სხვის მაღალ წნევას კარგად აკონტროლებს 10 მგ ამლოდიპინი, ან ნიფედიპინი, თქვენ შეიძლება 10 მგ ნიფედიპინმა ისე დაგიგდოთ წნევა, რომ გონება დაკარგოთ!  ან სწრაფად, რადიკალურად დაწეული წნევის გამო გახდეთ იშემიური ინსულტის მსხვერპლი და დაკარგოთ ბევრი ნევროლოგიური ფუნქცია. არადა, რომ დაგეწყოთ ექიმის მიერ დანიშნული ამლოდიპინი თავიდან 2,5 მგ დოზირებით, ეს არ დაგემართებოდათ!

მედიკამენტის დოზა, როგორც ხედავთ, ძალიან ხშირად  ძალიან ინდივიდუალურია.

ჩემი მიზანი არ არის თქვენი შეშინება,
პირიქით!

მინდა გაგიზიაროთ ის ელემენტარული სამედიცინო და ფსიქოლოგიური ინფორმაცია, რომელიც დაგიცავთ საზიანო შეცდომებისგან და პარალელურად მეტ ცოდნას მოგცემთ საკუთარ ორგანიზმზე.

dosis facit venenum - პარაცელსუსის ეს ლაკონიური ტრიოლი, არ ეხება მხოლოდ ფარმაკოლოგიურ დოზირებას:

ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, ოპტიმიზმი, კარიერა, სიყვარული, თავისუფლება ... ეს ყველაფერიც სწორი დოზირების ურჩ კანონს ემორჩილება და მხოლოდ სათანადო დოზით ავლენს საუკეთესო და სასურველ ეფექტს ⚖

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785577650

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა ხოშტარიას განცხადებაზე: მალე ლაკა „რუბლოვნა“ გამოვა ინიციატივით, ყველა „ქოცი“ შუბლზე სპეციალური ნიშნით იქნეს დადამღული, რათა სახინკლეებსა და რესტორნებში მათი იდენტიფიკაცია მარტივად მოხდეს და გარანტირებული იყოს „ქოცის“ მშივრად დატოვება

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, მოწოდებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებმა „ქოცებს“ ხი...

ჯაბა ხუბუა

1785577539

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ისტორია ნათლად გვიჩვენებს, ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებით არ განისაზღვრება - სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა ყველა ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა, ამ საქმეში სუსს განსაკუთრებული მისია აკისრია

2015 წლის 1 აგვისტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით საქართველომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განახორციელა. შეიქმნა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მორგებული...

შალვა პაპუაშვილ

1785577405

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით კორუფციულ დანაშაულთან

უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1785577288

საზოგადოება

პრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში

11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრ...

ირაკლი კობახიძე

1785575731

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი: ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზედაც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას

ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზედაც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ...

მიხეილ ყაველაშვილ