დამარბიეს... მთელი სახლი სარემონტო გახდა - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში, რემონტის რუტინაზე და ხელოსნებთან ურთიერთობის, ყველასთვის ცნობილ კურიოზებზე წერს. ფსიქოლოგის პოსტს, უცვლელად გთავაზობთ.
„სამზარეულოს ზედაპირი გამოვცვალე გუშინ და ლამაზი კი გამოვიდა, მაგრამ დამარბიეს მუშებმა, ქვა დაჭრეს აივანზე, მთელი სახლი სარემონტო გახდა, გამოგლიჯეს წყლის მილი ისე, რომ გამოსაცვლელია, გაზი გამომიერთეს და ეს მილიც დააზიანეს, გასდის, დამტოვეს ცხელი წყლის გარეშე, ერთი კარადის კარის მიმაგრება ვთხოვე და ისიც ვერ შეძლეს, "კლუჩი" არ ჰქონდათ და ვზივარ ახლა და ვრეკავ ასიათას ხელოსანთან, რომ ყველა გაუგებრობა ნაწილ-ნაწილ გამოვასწორო. ხოდა ვურეკავ ერთერთს, მოდი ვინტები დაუჭირე კარადებსმეთქი. ვერაო, პატარა შეკვეთებზე არავინ დავდივართ, არ გვევასებაო. ორმაგს გადავიხდი, ოღონდ მოდიმეთქი, მაინც ვერაო... გთხოვ, არ მიმატოვომეთქი.. არ მიმატოვოზე ცოტა დაიბნა, მაგრამ მაინც თავისაზე დადგა, მაპატიე, მაგრამ ვერაო.. აქ კი საბოლოოდ მიმტყუნა ნერვებმა და მეუთხარი, ისე უბედური ვარ ახლა, კარადის შეკეთებაც აღარ მინდა, წუთით მაინც დამენახემეთქი... რომ იცოდე, რა გოგო ვიყავი, ბუზებივით მესეოდნენ ხელოსნები და ისე მომექცა საქმე, ერთიც ვეღარ შემიბია, რომ ნახევარი საათი მესტუმროს, გამიღიმოს და ფულიც იქით გადავუხადომეთქი და დემონსტრატიულად შევისრუტე ცხვირით ცრემლები. ქვის გული არ ჰქონია, გენერალიზებული სასოწარკვეთის აღწერამ გაჭრა. მოდის!“,-წერს, ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵პრეზიდენტმა დევნილ ბავშვებს აორბელიანის სასახლეში უმასპინძლა (ფოტორეპორტაჟი)
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























