დავით ჭიჭინაძე: დათა ახალაიას სპეცრაზმს სპეციალური „შიპებიანი" ხელთათმანები ეცვათ, სახე გაგლეჯილი მქონდა - ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ხალხი და სიმწრით რომ მიხვდები, ასეთ ნაცემს კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ

იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რომ ეს იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი, რომლებსაც სპეციალური „შიპებიანი" ხელთათმანები ეცვათ და მე სახე გაგლეჯილი მქონდა, - განაცხადა 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულმა დავით ჭიჭინაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, რუსთაველზე სასტიკად ცემის შემდეგ, ხალხი ავტობუსებში ჩაყარეს და პოლიციის სამმართველოსთან მიიყვანეს, სადაც მათ ე.წ. კორიდორში გავლა მოუწიათ. ჭიჭინაძის განცხადებით, პოლიციის სამმართველოსთანაც მიიღო ხელკეტით 25-მდე დარტყმა.
„ცნობილი ქირურგი იყო ქირურგიის ინსტიტუტში, ტრისტან ფერაძე, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა და მან თქვა, რომ ტუჩი იყო გახვრეტილი, ეს იყო პროფესიონალური, მიზანმიმართული დარტყმა, რომელმაც გახვრიტა ტუჩი, თან მთლიანად სისხლში ვიყავი და მიმანებეს თავი. ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, რიგები იდგა ავტობუსის პოლიციის სამმართველოსთან - ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ხელს, ვერც ფეხს. გადმოვედი და სიმწრით კიდევ რომ მიხვდები, კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ ასეთ ნაცემს და 20-25 დარტყმა ხელკეტით კიდევ მივიღე პოლიციის სამმართველოსთან ყველა მხარეს - კეფაში, თავში, სახეში მხრებში", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
1747651578
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში
ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოჯახის სიწმინდისა...
1747650383
საზოგადოებანათია თურნავა: ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა დადებითი და პარტნიორულია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარდგენისას, ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე ისაუბრა და მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში...
1747648082
საზოგადოებასოზარ სუბარი: ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დარბევის ღამეს ქაშვეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ადამი...
1747647576
საზოგადოებაგია ბურჯანაძე 2011 წლის 26 მაისზე: კინოთეატრ „რუსთაველში“ ხალხი ჰყავდათ ჩაყრილი რიგებს შორის და დარბოდნენ ამ ხალხზე. „ნინოს რა?!“ და ვინც არ იტყოდა, ურტყამდნენ
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს განიხილავენ, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, მსა...
1747646957
საზოგადოებაგია ბურჯანაძე: 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა
„რატომღაც ასე დამკვიდრდა, რომ მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაიღუპნენ იმ ღამეს. მინდა გითხრათ, რომ 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა“, - განაცხადა გია ბურჯანაძემ პარლამენტის დრ...