დავით ჩიხელიძე: ლაშა ფარულავას, რომელსაც აზრს პარტიაშიც კი არ ეკითხებიან, არ აქვს უფლება, საკუთარი არაკომპეტენტური მოსაზრებები საზოგადოებას სიმართლედ წარუდგინოს!
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ მორიგ შეტევას, რომლის „მედროშედ“ ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა მოგვევლინა.
ჩიხელიძის თქმით, „ლაშა ფარულავას, რომელსაც აზრს პარტიაშიც კი არ ეკითხებიან, არ აქვს უფლება, საკუთარი არაკომპეტენტური მოსაზრებები საზოგადოებას სიმართლედ წარუდგინოს!“
„დღეს ცესკოს წინააღმდეგ მორიგი ორკესტრირებული შეტევა დაიწყო, მედროშედ ლაშა ფარულავა მოგვევლინა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მისი აზრი საზოგადოებისთვის საინტერესო და გასათვალისწინებელი უნდა იყოს.
მინდა ლაშას საკუთარი სტატუსი შევახსენო (რამდენიმე დღის უკან დაწერილი), სადაც ის ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის გაყიდვა პოლიტსაბჭოსთან და პარტიულ აქტივთან შეთანხმებული არ ყოფილა და კარგი იქნება, თუ მომავალში მსგავსი გადაწყვეტილებები პარტიული აქტივის ფართო ჩართულობით მიიღება. ლაშა ფარულავას, რომელსაც აზრს პარტიაშიც კი არ ეკითხებიან, არ აქვს უფლება, საკუთარი არაკომპეტენტური მოსაზრებები საზოგადოებას სიმართლედ წარუდგინოს!
არჩევნების შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც სრულიად საკმარისია, რომ ოპოზიციას საკუთარი პრეტენზიები ფაქტებით გაემყარებინა, მაგრამ რას ვხედავთ? დემაგოგიას, მხოლოდ დემაგოგიას. მესმის, რომ ზოგჯერ სიმართლე მტკივნეული და მიუღებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, არასასურველი სიმართლის მიღებაზე მეტად მტკივნეული გაჯიუტება და საკუთარი უმეცრების დემონსტრირებაა, რასაც ახლა ოპოზიცია ახორციელებს. არ შეიძლება არჩევნების შეფასებით ნაწილში აღქმები გამოვიყენოთ.
მესმის, რომ გვარამიასთვის და ოპოზიციისთვის მთავარი აღქმებია და არა ფაქტები, მაგრამ, საბედნიეროდ, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილი ასე არ ფიქრობს. ჩვენთვის მთავარი ფაქტობრივი გარემოებებია, ფაქტებით კი მტკიცდება, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს! არჩევნები შედგა, ცესკომ არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება შეძლო. მათ პრეტენზია არა ცესკოსთან არამედ საკუთარ ლიდერებთან უნდა ჰქონდეთ, რომლებიც არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ!“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































