დავით მათიკაშვილი: ამდენი სისულელე, ამდენი ტყუილი, რომელზეც აპელირებს აგენტურული მედია და მას მხარს უჭერს ადამიანების ის ჯგუფი, ვისაც ადგილი ჯანსაღ ქართულ პოლიტიკაში არ აქვს, მეტყველებს ერთ რამეზე - ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით

 საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიებისა და მედიის მიერ ქართული დელეგაციის პოზიციაზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ამდენი სისულელე, ამდენი ტყუილი, რომელზეც აპელირებს აგენტურული მედია და მას მხარს უჭერს ადამიანების ის ჯგუფი, ვისაც ადგილი ჯანსაღ ქართულ პოლიტიკაში არ აქვს, მეტყველებს ერთ რამეზე - ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და ეუთოს დასკვნა და ამ ფორუმზე გაკეთებული განცხადებები ამის დასტურია.

ძალიან მძიმე მოცემულობაა, როდესაც უკრაინის დელეგაცია, ბალტიისპირეთის დელეგაცია ასე აქტიურობდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჯო უილსონზე და „დიფ სთეითის“ ოდიოზურ წარმომადგენლებზე უკვე აღარაფერს ვამბობ, ეს ხალხი რომ პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას, უკვე დიდი ხანია, ვიცით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ასევე, ითქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, ეს შესწორება დოკუმენტში სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით შევიდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768237286

საზოგადოება

ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე: ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური, ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებით კარგად ვითარდება თანამშრომლობა

აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა მაღალი...

მაკა ბოჭორიშვილი

1768235579

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საედ ბინ...

მაკა ბოჭორიშვილი

1768232762

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური. თუმცა, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსსა თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში

სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვ...

შალვა პაპუაშვილი

1768231222

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ინტერესია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაღრმავდეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დამატებით გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება და აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს....

მარიამ ქვრივიშვილი

1768229705

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორ აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მ...

პრემიერ-მინისტრ