გიორგი გაბუნია: მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა იყოს აგებული პრაგმატულ პოლიტიკაზე - საქართველოს აქვს ყველა უნარი და შესაძლებლობა, იყოს ევროკავშირის ღირსეული პარტნიორი
მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა იყოს აგებული პრაგმატულ პოლიტიკაზე. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა უნდა იყოს ურთიერთსარგებლიანი, ურთიერთმოგებიანი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა უნარი და შესაძლებლობა, იყოს ევროკავშირის ღირსეული პარტნიორი, ღირსეული მეგობარი.
„ვხედავთ, თავად ევროკავშირი რა მდგომარეობაშია, რთული ურთიერთობა აქვთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც თავად აქვთ ერთმანეთთან რთული ურთიერთობები. ფართო გეოპოლიტიკურ პრიზმაში თუ დავინახავთ ამ ურთიერთობებს, საქართველო არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და კარგი შანსი ევროკავშირისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჯანსაღი, მეგობრული, თანაბარუფლებიანი და ღირსეული ურთიერთობა.
საქართველო მზად არის ურთიერთობისთვის. თუ ისინი ხედავენ საკითხებსა და პრობლემებს საქართველოსთან მიმართებაში, ამისთვის არსებობს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და სწორედ მათ უნდა ესაუბრონ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და მზად ვართ ყველა არსებული საკითხი განვიხილოთ, თანაბარ და სწორუფლებიანი პარტნიორობის პირობებში და რა ისე, როგორც ჩვენ აქამდე ამას ვხედავდით, ზევიდან ყურებით“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
1780944615
საზოგადოებაპრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...
1780944557
საზოგადოებაპრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?
უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...
1780944468
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან
ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის...
1780942799
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იყო გათვალისწინებული
ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. გვქონდა შესაძლებლობა, თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობისას, სამწუხაროა, რომ ა...
1780942146
საზოგადოება„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლე...


























