დავით ქართველიშვილი: თუ ვინმე მიზნად ისახავს, ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება - ამით ვეღარაფერს დაგვაკლებთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევრობარომეტრის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ბოლო ერთ წელში ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 17%-ით შემცირდა და 49% შეადგინა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, შეუძლია გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება და ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება.

„დავიწყებ იმით, რომ 2003-2012 წ.წ. მსგავსი ფორმულირებით მოსახლეობის ობიექტური, სამართლიანი გამოკითხვა წარმოუდგენელი იყო. ეს არის წლები, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დასავლეთის და ევროატლანტიკური ორგანიზაციების და ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა ნულამდე დაიყვანა. მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ნელ-ნელა, ეტაპობრივად და არსებული ხელისუფლების პირობებში, 2020 წლამდე დაიწყო ევრონიჰილიზმის და ევროსკეპტიციზმის დაძლევა. დაიწყო შელახული დასავლური რეპუტაციის თანდათანობითი აღდგენა. მაგრამ რად გინდა, სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: „ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა“, რადგანაც „ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ“.
2020 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული 7-წლიანი საგმირო მცდელობა, რეაბილიტირება მოეხდინა დასავლეთის ტოტალური უსამართლობის ქართველი ერისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე, წყალში იყრება „დიფ სთეითის“, ჯერ კიდევ, დაუმარცხებელი ევრომარიონეტების და მათი ადგილობრივი ლაქიების მხრიდან.

ბოლო გამოკითხვის შედეგები, სწორედ ამ ტანდემის მიზანმიმართული და ორკესტრირებული ძალისხმევის შედეგია. ამავდროულად, ეს არის იმ კოშმარის და კატასტროფის გამოაშკარავება, რომელმაც მათ სუვერენული, ტრადიციული და ღირსების აღსავსე კვანძი ამოაცალა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ რეგიონში. თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, ჩვენი უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება - ჩვენ ამით ვეღარაფერს დაგვაკლებთ. თქვენს უსამართლობასთან „კოჰაბიტაციამ“ მხოლოდ გაგვაძლიერა და ჭკუა გვასწავლა...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749147959

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...

საქართველოს ნაკრებ

1749146280

მსოფლიო

ილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა

ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...

ილონ მასკი

1749145146

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1749142416

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს

მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...

თენგიზ შარმანაშვილი

1749140800

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის

დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...

დავით სონღულაშვილი: