დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი: მე ცოცხალი მეგონა, არ მეგონა თუ მას სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, თანაც - უდანაშაულოს, დასწამეს შპიონაჟი, რაც ახლოსაც არ არის ჩვენს ოჯახთან, ის სამშობლოს პატრიოტი იყო

ჩვენი სახალხო დამცველი ჩავრთეთ საქმეში, სოზარ სუბარი, დღე და ღამე რომ მოსვენებას არ ვაძლევდით, მთელ ძალისხმევას არ იშურებდა ამ საქმის გამოძიებისთვის მაგრამ, ვერაფერ შედეგს ვერ ვაღწევდით. მე ცოცხალი მეგონა, არ მეგონა თუ მას სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, თანაც - უდანაშაულოს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

თამარ არღვლიანმა, სოზარ სუბარს მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის პირობებში ცინდელიანების ოჯახის გვერდით დგომისთვის და აღნიშნა, რომ მის შვილს, რომელიც სამშობლოს პატრიოტი იყო, შპიონაჟი დასწამეს.

„მაშინ გასკდა საქმე, რომ დასწამეს შპიონაჟი, რაც ახლოსაც არ არის ჩვენს ოჯახთან. ის სამშობლოს პატრიოტი იყო. სურათიც მაქვს, მისი სტუდენტობის პერიოდში ლარსის საზღვარი რომ გადმოკვეთეს რუსებმა, როგორ ჩაუდგა სათავეში ამ მოძრაობას და ლარსის საზღვარი უკან რომ გააწევინეს ამ სტუდენტურმა მოძრაობამ. ყველაფრის სათავეში მაშინ ის იყო. შპიონაჟი დასწამეს, რაც არ იყო, ის არ აღიარებდა და საღამოს, დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, ჩაუბარებიათ თბილისიდან წამოსული სამკაციანი სპეცრაზმისთვის, რომლებსაც ახალაიას ბრძანებით დავალებული ჰქონდათ, ჩაეყვანათ თბილისში. მაშინ გზაში ტანკები იდგა და შემოვლითი გზებით მიდიოდნენ. აბასთუმნამდე რომ ჩასულან, ისევ დაურეკავთ დათა ახალაიას და ზურაბ კუბლაშვილს, თბილისში არ ჩამოეყვანათ და ბათუმში ჩაეყვანათ, პირდაპირ ჩაეყვანათ ბათუმში და ჩაებარებინათ აფხაზეთის კუდ-ისთვის, ხელმძღვანელი რომან შამათავა. ეს ამბავი ხდება, შავაძის დახვრეტის დილას“, - აღნიშნა თამარ არღვლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750331566

სპორტი

გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა მეორე წრეში სლოვაკი მარიუს ფიზელი იპონით დაამარცხა. წინასწარი ორთაბრძ...

გურამ თუშიშვილი

1750331273

საზოგადოება

გიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტი...

გიორგი ჭოლაძე

1750329876

სპორტი

სოფიო სომხიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა კოლუმბიელი ბრიჯიტ კარაბალი 38 წამში იპონით დაამარცხა. წინასწარი ო...

სოფიო სომხიშვილ

1750329784

საზოგადოება

კახა კალაძე: ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა“, - ამის შესახებ თბილისის მ...

კახა კალაძე

1750329730

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ უმაღლეს თავსებადობას მიაღწია ნატოსთან, მაგრამ სამწუხაროდ, იქითა მხრიდან რეალური გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. დანარჩენი ნატოს მესვეურების გადასაწყვეტია

The Gardian-ი გამოქვეყნდა ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევრის ანალიტიკური სტატია, რომელიც ნატოს მომავალ სამიტს ეხება. როგორც პოლ ტეილორი წერს, მკაფიოდ არავინ ახსენებს ნატოს დაპირებას, რომ უკრა...

ირაკლი ქადაგიშვილი