დავით ზურაბიშვილი: ამ ქვეყანაში ყველა რევოლუცია წარმატებით დამთავრდა იმიტომ, რომ ხელისუფლება შიგნიდან იყო დანგრეული და ამას დანგრევის არაფერი ეტყობა. ახლა საკმაოდ შეკრული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავთ, რღვევის ნასახიც არ შეიმჩნევა

„მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან გამწარებული არიან და ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან, მაგრამ ერთია აქტივიზმი, ერთია პროტესტი, რომელიც ნაწილია პოლიტიკური
პროცესის და ეს არ არის პოლიტიკური პროცესი მხოლოდ. ხელისუფლება მხოლოდ იმით, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში, დავდგეთ მაგრად, არ წავიდეთ არსად, ხელისუფლებას არაფერში გავეკაროთ და ხელისუფლება დაინგრევა შიგნიდან, ასე ბუნებრივია არ მოხდება. ასე არასდროს არსად მომხდარა და ვერც ვერასდროს მოხდება“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „დღის ამბებში“.
წამყვანის კითხვაზე „თუ [ოპოზიცია] თვითმმართველობის არჩევნებში ვერ იგებენ, როგორ იგებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომლის მოთხოვნა არის“, ზურაბიშვილი აცხადებს, „რა ვიცი როგორ იგებენ, ესენი ამბობენ, რომ მოდი შეცვალე საარჩევნო კანონმდებლობა, გამოუშვი პატიმრები, სასამართლო წესიერად მოიქცეს, ცესკო წესიერად მოიქცეს, საერთოდ დაგვნებდით და გვეახელით. ასეთ ინფანტილურ და ბავშვურ რაღაცას ეუბნებიან, რომ ჯერ დაგვნებდი, ჯერ დაინგრეს ხელისუფლება და მერე არჩევნები“.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლებას დანგრევის არაფერი ეტყობა.
„რამდენიმე რევოლუციას ვარ შესწრებული და ზოგიერთში უშუალოდ მონაწილეობაც მაქვს მიღებული. ყველა რევოლუცია ამ ქვეყანაში, იგივე ვარდების რევოლუცია, რომელიც დამთავრდა წარმატებით, წარმატებით დამთავრდა იმიტომ, რომ შიგნიდან იყო ხელისუფლება დანგრეული სრულიად და ამას არაფერი დანგრევის არ ეტყობა. დანგრეული იყო იმიტომ, რომ იგივე შევარდნაძის დროს ხელფასს ვერ უხდიდნენ სპეცრაზმელებს, ზეიკიძის ძეხვზე იდგნენ და შიმშილით კვდებოდნენ სპეცრაზმელები. ახლა ასე არ არის. კარგად გამაძღარი ჰყავთ, კარგად უხდიან და საკმაოდ შეკრული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავთ, კარგად გაკონტროლებული. არავითარი რღვევის ნასახიც არ შეიმჩნევა“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
1749147959
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...
1749146280
მსოფლიოილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა
ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...
1749145146
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...
1749142416
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს
მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...
1749140800
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის
დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...