ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა ანტინარკოტიკულ რეფორმაზე საუბრისას.

მან ისაუბრა, რამდენად მწვავედ დგას ქვეყანაში ანტინარკოტიკული რეფორმის გატარების საკითხი.

მისივე თქმით, ძალიან ხშირად ეჯახებიან ფსიქიატრიულ პრობლემებს, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკულ და არა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებულებით, რომლებიც თავის მხრივ სამკურნალოდ შეიქმნა.

„მაგალითად, ის წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ და კიდევ უფრო მეტად გაბევრებულია ეს.

ჩვენი ქვეყანა გარკვეულ განვითარებას გადის. ჩვენ გამოვედით 90-იანი წლებიდან, სადაც ნარკოდამოკიდებულება ასევე აქტუალური იყო და შევედით ამ ფაქტობრივად, თავისუფალ მოხმარებაში, სადაც ორი თაობა ერთმანეთს გადაემიჯნა. უფრო მეტად არის გაბევრებული მოხმარებაც და მოხმარების შემდგომი სირთულეებიც“, - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობის გამკაცრება აუცილებელი იყო.

„ამასთან, კანონი რაც არ უნდა გამკაცრდეს, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ აუცილებლად, მაინც მოიფიქრებს ალტერნატიულ გზებს. მთავარია, რომ ამ გამკაცრებასთან ერთად, ძალიან დიდი პროპაგანდა, კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი, თუნდაც ის ადამიანები, რომელთაც გამოცდილებაში აქვთ მოხმარება, თუ რამდენად ცუდია. ჩვენ არ ვამბობდით, არ ვყვიროდით ხმამაღლა, რომ ეს ცუდია“, - განაცხადა ფსიქიატრმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741965225

საზოგადოება

ავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი

 ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...

ოზურგეთი

1741964127

მსოფლიო

მარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...

 მარკო რუბიო