ცნობილია, გურამ კაშიას არყოფნის გამო საქართველოს ნაკრებს ვინ უკაპიტნებს

სომხეთის წინააღმდეგ პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს გურამ კაშიას არყოფნის გამო ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს.
ინფორმაცია ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
დისკვალიფიკაციის გამო სომხეთში გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ფრანგი სპეციალისტის გაწვრთნილი ნაკრები სომხეთს 20 მარტს ერევანში შეხვდება, ხოლო 23 მარტს მეტოქეს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.
ორმატჩიან დუელში სომხეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.
ნაკრების შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია. სანაკრებო შეკრებაზე მიწვევა კარიერაში პირველად მიიღო 20 წლის ლუკა ლაცაბიძემ. ის დონეცკის „შახტარის“ საკუთრებაშია და ამჟამად იჯარის წესით „ჩერნომორეცში“ თამაშობს.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი).
1748102771
ახალი ამბებისაქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო სახელწოდებით „აქ სიყვარულია“ ჩატარდა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის, ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო სახელწოდებით „აქ სიყვარულია“ წარმატებით ჩატარდა. კო...
1748100040
ახალი ამბებიდიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. „ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ დ...
1748098406
ახალი ამბებისანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის Villa de Madrid-ის ჩემპიონია – ქართველმა ფინალში თურქი ენვერ ილდირიმი 15:8 დაამრაცხა. ბაზაძე შეჯიბრებაში T64-დ...
1748097175
ახალი ამბებიჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ წერილში სი ძინ პინი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ჩ...
1748095461
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ჯაფარიძის საქმეზე ელჩების განცხადებებზე: როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ცდილობენ, მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ
როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ, რომ მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ, - ასე გამოეხმაურა ჟურნ...