"ფსიქოთერაპიული მკურნალობა სააკაშვილს კი არა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ესაჭიროება" - რას წერს თადარიგის გენერალი ამირან სალუქვაძე
თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
"სააკაშვილის შესახებ კიდევ ორ სიტყვას დავწერ და წელს საკმარისია.
არც გაისად იქნება საინტერესო, თუმცა ზოგიერთ საკითხზე აუცილებელი იქნება საუბარი.
1. სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებისთვის გასამართლებულია 150-დან 200-მდე მაღალჩინოსანი: პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მათი მოადგილეები, დეპარტამენტების დირექტორები და მათი მოადგილეები, სამმართველიების უფროსები და მათი მოადგილეები.
ბევრმა უკვე მოიხადა სასჯელი, ბევრი იხდის, ზოგი ძებნაშია, ზოგის სასამართლო პროცესი გრძელდება.
გვარებს არ ჩამოვთვლი, ვინც უკვე იჯდა, ან ზიან.
უმეტესობა დანაშაულებს არ აღიარებს, მაგრამ სასჯელი მხნედ მოიხადეს ან იხდიან.
რა უბედურებაა ყოველ დღე ჯანმრთელობაზე საუბარი?! ორი შავფორმიანი შევიდა, წნევამ აუწია, თვალები დაუბინდდა, სუსტადაა, ვერ დგება და ა.შ. კუჭის მუშაობის პრობლემებიც კი საჯაროდ გამოაქვთ.
მას არ რცხვენია, მაგრამ თქვენ არაფერს გრძნობთ?!
ვერ ხვდებით, რომ პოლიტიკური ლიდერი ბელადად აქციეთ, ბელადომანიიდან კი რელიგიაში გადაგეზარდათ?
წნევის კონტროლი კი არა, ნეკნებს ულეწავდით ხალხს და კვნესის უფლებას არ აძლევდით.
სააკაშვილს თავზე ევლებოდა მთელი სამხედრო ჰოსპიტალი, 40 დღე ყველა ყირაზე იდგა მის გამო და ბოლოს ჰოსპიტალსაც, მედპერსონალსაც შეურაცწყოფა მიაყენეთ.
2. როგორ გგონიათ, ვინც სასჯელი მოიხადა და იხდის, მხოლოდ მათი ბრალეულობისთვის მოიხადეს ან იხდიან?
იმ 150-200 მაღალჩინოსნის დანაშაულებში სააკაშვილის პირადი წილიცაა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მისი უშუალო ჩართულობით შექმნილი დანაშაულებრივი სისტემის პირობებში ჩაიდინეს დანაშაულები. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებში ბრალი მაშინდელ პრეზიდენტსაც მიუძღვის.
3. თავად ტერმინიც "სისტემური დანაშაულები" სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელს არ ითვალისწინებს და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებაა.
თუმცა პოლიტიკოსისთვის, პოლიტიკური პარტიისთვის იმდენად მძიმე შეფასებაა, რომ, წესით, დიდი ხნის წასულები უნდა იყვნენ პოლიტიკიდან.
სწორედ ამ პოლიტიკურ უკულტურობას, მეტიც, პოლიტიკურ უტიფრობას და აღვირახსნილობას არ იღებს მოსახლეობა.
არავის აქვს სააკაშვილის ან ვინმეს ციხეში ჯდომის ინტერესი. თუმცა, სასჯელს სახდელი უნდა ახლდეს. ეს აქსიომაა.
მაგრამ, თქვენ, ვინც ასეთ ცრუ აჟიოტაჟს ახვევთ თავზე მოსახლეობას, ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ხალხში თანაგრძნობის ნაცვლად, მეტი გულგრილობა გაჩნდეს სააკაშვილთან მიმართებაში.
18 წელი იყავით ხელისუფლებაში (დიახ, შევარდნაძის პერიოდშიც თქვენ იყავით), 9 წელი ოპოზიციაში და ქართველი ხალხი ვერ შეიცანით.
დღეს ამტკიცებთ:
⚫ გირგვლიანი პიარული სახელია;
⚫ მოლაშვილი პოლიტიკური ნიშნით არ უწამებიათ;
⚫ თეთრაძეს, ალბათ, წნევამ აუწია და გული წაუვიდა, თქვენ მის სიკვდილთან არ ხართ კავშირში;
⚫ რობაქიძე მოგონილია;
⚫ ხარძიანი მოგონილია (ვრცელი სიაა);
⚫ ომის წინ კეზერაშვილი და მისი წინამორბედი ჯარის ხარჯზე არ გამდიდრებულა;
⚫ 180 სამხედრო ომის შემდეგ ციხეში არ ჩაგისვამთ, თქვენი უცოდინარობის გადასაფარავად;
⚫ "სამხრეთ ოსეთი" არ აღგიდგენიათ;
⚫ კოდორში შეთანხმების დარღვევით ჯარი არ ჩაგიყენებიათ და "ზემო აფხაზეთი" არ დაგირქმევიათ;
⚫ რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტები არ გადაგიციათ;
⚫ რკინიგზის მიყიდვას არ აპირებდით;
⚫ "ვტო"-ში არ შეგიშვიათ;
⚫ წინასაარჩევნოდ რუსეთს არ ეტენებოდით;
⚫ ცალ-ცალი კალოშით მოსულებს მილიონები არ დაგიგროვებიათ;
⚫ მსხვილ ბიზნესებს და უზარმაზარ ქონებას არ ფლობთ;
⚫ არ დაგირბევიათ;
⚫ მედია არ მიგითვისებიათ;
⚫ თავისუფალი სიტყვა არ ჩაგიქოლავთ;
⚫ ათასობით ადამიანი არ დაგიმცირებიათ; ციხეებში არ გიწამებიათ;
⚫ მოსახლეობა თქვენს დროს თურქეთში და სხვა ქვეყნებში სამუშაოდ არ გადახვეწილა;
⚫ ტოტალური მოსმენები არ გიწარმოებიათ...
ყველაფერი მოგვეჩვენა.
სისტემური დანაშაულები კი არა, წინა ხელისუფლება იყო დანაშაულებრივი ირგანიზებული დაჯგუფება და ყველა დანაშაული ამ ჭრილში უნდა იქნეს განხილული.
4. კიდევ ერთი ბოდვა. სააკაშვილს ცხოვრება აწყობილი ჰქონდა და ჩვენს გადასარჩენად ჩამოვიდაო.
გადასარჩენი ჩვენ ვიქნებოდით, 1 ოქტომბერს რომ არ აეყვანათ და მისი გეგმა რომ მოეყვანა სისრულეში.
საქმეების შეკერვა არ იციან, თუ წლებია შავ სიებს არ აგროვებენ ყველა ჩვენთაგანის შესახებ, ვინ რას წერს, ამბობს, "ალაიქებს?!"
ჩამოვიდა ქვეყნის ასარევად. ვინ დააკვალიანა, ბიძამ, გარემოცვამ, ინვესტორებმა თუ თავისით გადაწყვიტა, ოდესმე გაირკვევა, მაგრამ მეცხრეხარისხოვანია.
ჩამოვიდა მისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად და მიზნების მისაღწევად. ზღაპრები მოუყევით საკუთარ მომხრეებს.
5. ფსიქოთერაპიული მკურნალობა სააკაშვილს კი არა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ესაჭიროება, თქვენი მავნე ზეგავლენის გამო.
სტრესებში, ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო ტერორში აცხოვრებთ მოსახლეობას: ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჭარბ კეთილდღეობას ხატავდით, შემდეგ კი ყველაფერს აკეთებთ ხალხის, ეკონომიკის დეპრესიაში ჩასაგდებად",- წერს სალუქვაძე.
სხვა სიახლეები:
📍 ტრადიციული საახალწლო-საშობაო კერძები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
📍შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ - ნათია თურნავა
1788197430
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება
„ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით....
1788196188
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რ...
1788193728
სპორტილიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 39 წლის ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამში გააკეთა ოფიციალური განცხადება. „ფინალის შემდეგ გასული მთელი ამ...
1788192818
მსოფლიოტრამპი: ირანს ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება
თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ძლიერად დაარტყამს. აღნიშნული განცხადებით ტრამპი იორდანიაში ირანის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურ...
1788189652
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მინისტრთა კა...































