არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ არსებობდა კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა. სწორედ ასე მოიქცა პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო. მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი დაასრულა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ეს ვალდებულება არის სხვა პატიმრების მიმართაც, პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს, ყველას თანაბრად უნდა მოეპყროს. საბოლოო ჯამში ვნახეთ რეაქციები. ვფიქრობ, რაიმე შინაარსობრივი პრეტენზია აღარ არსებობს“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს მას ეჭვი ეპარება "ემპათიის" კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნას. არ მგონია, იქ ყოფილიყო მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ შეიძლება. ეს არ მინახავს. რაც შეეხება „ემპათიას“ მათ კომპეტენციაში და კეთილსინდისიერებაში ნამდვილად მეპარება ეჭვი“, -აცხადებს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ახალი წელი და ტრადიციები საქართველოს კუთხეებში

🔵არ დავიქეცით, არ მოვისპეთ და არ გადავშენდით - დავით ზურაბიშვილი 1994 წლის 31 დეკემბერს იხსენებს

🔵“ომიკრონი პანდემიას დაარულებს” - ქართველი ექიმ-პულმონოლოგი ბერლინიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792134377

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...

ირაკლი კობახიძე

1792132662

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უ...

ნარკორეალიზაცი

1792132549

ახალი ამბები

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზევე დაიღუპა.  შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-...

მკვლელობა ბათუმში

1792132503

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხიც წამოჭრა და ეჭვქვეშ დააყენა, ინარჩუნებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობის მხარდაჭერას მ...

ტრამპი და ზელენსკი

1792130354

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშ...

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს