გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შავი ზღვის წყლის ხარისხის კონტროლი პრიორიტეტია;

შესაბამისად, სააგენტო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში - ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს. კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის -13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადსა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.

შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

შავი ზღვის წყლიდან სინჯის აღების მორიგ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე ადგილზე გაეცნენ.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. სააგენტო მთელი წლის განმავლობაში შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ელენე ღუბიანურმა.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ აღნიშნა, წყლის ხარისხის კვლევები უწყვეტ რეჟიმში ტარდება. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, ზღვის წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციას გაეცნოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749461037

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სასულიერო პირებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, ჩვენი ნება რომ იყოს, თქვენც დაგიჭერთ, მაგრამ, ჯერ თქვენი დაჭერის უფლება არ გვაქვსო

„აწ გარდაცვლილ მამა საბას ვეუბნები, ნახე მამაო, ორი ავტობუსი მოდის, ალბათ ტურისტები მოდიან მონასტრის კომპლექსის მოსანახულებლად-მეთქი. უცებ გადმოხტნენ ნიღბიანები, დაწექით, თქვენი დედა, თქვე სამშობლოს მ...

 ზაზა გვიმრაძე

1749460997

საზოგადოება

შალვა გოგოლაძე: UFC-ის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ საქართველო არის ჩემპიონების ქვეყანა და გავაცანი საქართველოს პრემიერისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას

UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას, - ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინის...

შალვა გოგოლაძე

1749460483

საზოგადოება

თეა წულუკიანი ელჩებს - მობრძანდით და მოუსმინეთ რას ჰყვება ნიკოლოზ გოგუაძე, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ აწამებდნენ. უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო სააკაშვილი

„გერმანიის ელჩი, ბატონი ფიშერი როგორც ჩანს, არის მოცლილი იმიტომ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი არ იმართება, რომელსაც არ აცდენს. როგორც ჩანს მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მე მინდ...

თეა წულუკიანი

1749458438

საზოგადოება

ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა-მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

იყო ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, რომ არიქა დღეს მოგკლავთ, ხვალ მოგკლავთ. აქ პირდაპირ იამზე იყო ლაპარაკი რომ დღეს უნდა მოგკლან თუ ხვალ, მოლოდინში გამყოფებდნენ, რომ რაღაცა უნდა დაგმართოდა, - გან...

ნიკოლოზ გოგუაძე

1749456624

საზოგადოება

ნიკოლოზ გოგუაძე: თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი. ციხესაც არ უნდოდა ჩემი მიღება, აქ მოგვიკვდებაო

„თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, მე მაგალითად ფრჩხილები დამატეხეს ხელზე სკრეპის ამოსაღებით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დ...

ნიკოლოზ გოგუაძე