გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიასთან დაკავშირებით გერმანული გამოცემის ინფორმაციაზე: არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს, ასე ხდება „ენჯეოების„ დაფინანსება ჩუმად, სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით

„არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ზუსტად ამ სწორ გამოთქმაზე, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა გერმანული გამოცემის ინფორმაციას, რომ ევროკომისია კლიმატურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საეჭვო ლობირებისათვის გერმანელი გადასახადების გადამხდელის ფულით უხდიდა და სურდა, რომ ეს საიდუმლოდ დარჩენილიყო.

„ევროკომისიის არცერთი საიდუმლოება არ იქნება რა თქმა უნდა ბოლომდე შენარჩუნებული, მით უმეტეს ცუდი საქციელები და ეს არის ზუსტად, როცა ევროკომისია ჩუმად აფინანსებს „ენჯეოებს“ იმისათვის, რომ მაგალითად იაფ ენერგიასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გაsწიოს. ასე იქნებოდა და ასე ხდება „ენჯეოების“ დაფინანსება ჩუმად, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით. აი იმ უცხოურ ძალაზე რომ გვეუბნებიან სად არისო - ა, ბატონო, თვითონ ისინი ამჟღავნებენ სადაც არიან მოკალათებული“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, გამოეცმა Welt-ი ასევე იუწყება, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის მიერ მიღებული გრანტებს იყენებდა რადიკალური პროექტებისთვის, რომლებიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ღირებულებებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749467479

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ვფიქრობ, უნიჭო სპექტაკლია - რასაკვირველია, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს

რასაკვირველია, კოტიკოს [იოსელიანი] უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავასა განცხადებას, რომ მისი მეუღლე...

პოლიტიკოსი

1749465786

საზოგადოება

კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმი...

კოტე იოსელიანი

1749465713

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: მორალს გვიკითხავდნენ, მათ შორის, ლატვიელი ევროპარლამენტარები და ახლა რა ხდება დებო და ძმებო თქვენთან? ადგილობრივ არჩევნებში გაჭედა საარჩევნო მექანიზმმა?

ლატვიის ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. ირაკლი ზარქუას თქმით, ლატვიელი ევროპარლამენტარები მორალს...

ირაკლი ზარქუა

1749461093

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

„მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის, ჯარში ნამყოფი კაცი ვარ, ვიცი სამხედრო ყუთები როგორია იარაღის დევს მანქანაში. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს...

 ზაზა გვიმრაძე

1749461037

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სასულიერო პირებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, ჩვენი ნება რომ იყოს, თქვენც დაგიჭერთ, მაგრამ, ჯერ თქვენი დაჭერის უფლება არ გვაქვსო

„აწ გარდაცვლილ მამა საბას ვეუბნები, ნახე მამაო, ორი ავტობუსი მოდის, ალბათ ტურისტები მოდიან მონასტრის კომპლექსის მოსანახულებლად-მეთქი. უცებ გადმოხტნენ ნიღბიანები, დაწექით, თქვენი დედა, თქვე სამშობლოს მ...

 ზაზა გვიმრაძე