ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა-მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

იყო ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, რომ არიქა დღეს მოგკლავთ, ხვალ მოგკლავთ. აქ პირდაპირ იამზე იყო ლაპარაკი რომ დღეს უნდა მოგკლან თუ ხვალ, მოლოდინში გამყოფებდნენ, რომ რაღაცა უნდა დაგმართოდა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გლდანის ციხეზე საუბრისას.
ნიკოლოზ გოგუაძის თქმით, ერთ-ერთი ასაკოვანი პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან მხოლოდ იმიტომ გადმოაგდეს, რომ ვერ მოასწრო საკანში შესულ ოფიცრებს მომზადებული დახვედროდა, დაცემის შედეგად კი იქვე გარდაიცვალა.
„დილას გაღვიძების შემდეგ, რაც ძალიან ადრე ხდებოდა, პრაქტიკულად 6 საათამდე დაჯდომის უფლება არ ჰქონდა არცერთ პატიმარს. რომ დაენახათ პატიმარი სადმე დამჯდარი იყო, ან წამოწოლილი მაგაზე საშინლად გცემდნენ. ციხე საერთოდ სხვა ისტორიაა, იქ რაც ხდებოდა, საერთოდ ძნელი გადმოსაცემია, იმიტომ რომ მაგალითად მე ჩემი ფანჯრებიდან ვუყურებდი ე.წ ვახტას ციხის მთავარ კარებს და კვირაში რამდენჯერმე მიცვალებულის ფეხებს ვხედავდი, რომელიც სპეციალური მანქანით გაჰყავდათ ციხის ტერიტორიიდან.
ჩემი და ჩემთან კამერაში მჯდომი ხალხის თვალწინ კაცი შემოაკვდათ, ნუ შემოაკვდათ არ ჰქვია, მოკლეს ჰქვია მაგას. წინა კამერაში შევარდნენ ოფიცრები რაღაცა ხდებოდა, ერთი ასაკოვანი კაცი იყო, ვხედავდით კარებებს დიდი ღრიჭოები აქვს, ღია როცა იყო ყველაფერს ხედავდი, ჩვენს მოპირდაპირე კამერაში შევარდნენ, მეორე სართულზე იწვა ასაკოვანი კაცი, ვერ მოასწრო ფიზიკურად ჩამოსვლა, რომ დახვედროდა ოფიცრებს, წესი იყო ასეთი კარი რომ იღებოდა პატიმრები უნდა დახვედროდნენ ოფიცერს. მოკიდეს ხელი და გადმოაგდეს დაეცა ბეტონზე და ადგილზევე მოკვდა. ვითომც არაფერი.
ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი, ყოველი დღე ვიღაცის კვნესით ტირილით, კივილით, მარტო იქ ყოფნა განადგურებდა“ - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
1749471309
საზოგადოებავატო შაქარიშვილი: თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება, რატომ დაელოდა ორშაბათს იმისათვის, რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო?
„სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს, რადგან ხელისგულზეა მორიგი უნიჭო სპექტაკლი, მაგრამ თუ 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს...? რატ...
1749471192
ახალი ამბებიშსს: არც ბოკუჩავას და არც იოსელიანს საგამოძიებო უწყებისთვის განცხადებით არ მოუმართავთ, იოსელიანი გამოკითხვაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიბარეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ მოიტაცეს და მასზე ძალადობა განახორციელეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამი...
1749467599
საზოგადოებაკომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს
კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. მომხსენებელმა, ფინანსთა მინის...
1749467479
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ვფიქრობ, უნიჭო სპექტაკლია - რასაკვირველია, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს
რასაკვირველია, კოტიკოს [იოსელიანი] უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავასა განცხადებას, რომ მისი მეუღლე...
1749465786
საზოგადოებაკოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს
კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმი...