გენერალური პროკურორობის კანდიდატი: თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი შეიქმნება, რომელიც გადამზადებული პროკურორებით დაკომპლექტდება

თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით, - განაცხადა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ტერიტორიული განფენილობის მიხედვით დანაშაულის რაოდენობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით. ისინი საპროცესო ხელმძღვანელობას გაუწევენ მხოლოდ ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ზრდას და დააჩქარებს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას.’’-აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, ასევე გამოწვევაა კიბერდანაშაული, რაც ხშირად ორგანიზებული დანაშაულის სტატუსითაც კი ოპერირებს.
„კიბერდანაშაულის გამოძიების და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, სერვისის მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია, სამართლებრივი დახმარების მექანიზმების გამოყენება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, ამ დანაშაულებზე ზედამხედველი პროკურორების განგრძობადი გადამზადება, სამოსამართლო და საპროკურორო საქმიანობისას მიღებული გადაწყვეტილებების დროული ანალიზი და სახელმძღვანელო მითითებების მომზადება ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად. ამ კატეგორიის დანაშაულზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად უნდა იქნას წახალისებული ზიანის დროული ანაზღაურების ხელშეწყობის პოლიტიკა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების მექანიზმის გამოყენებას“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გვარაკიძის მოსმენა მიმდინარეობს.
1750754719
ახალი ამბებიპარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. „ვულოცავთ ბატონ გიორგის, ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ს...
1750754098
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ბრიუსელი საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, მისთვის მნიშვნელოვანი არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ საქართველოში მოქმედი მათი აგენტურაა
ბრიუსელი, საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, პარალელურად ამბობს, რომ ქართველი ხალხი მათთვის მნიშვნელოვანია და მათი დასჯა არ უნდათ. ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანი არა ს...
1750753630
საზოგადოებაგელა გელაძე: დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი
დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგ...
1750753248
საზოგადოებასოზარ სუბარი: ფასდაუდებელია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც შეძლეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულთა დეტალური აღწერა და საკუთრების უფლების აღდგენისათვის დაუღალავი ბრძოლა
საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი. როგორც მან კომისიი...
1750753199
ახალი ამბებისასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე აეკრძალ...