გერმანელ ტურისტს, თბილისის ერთ-ერთ ბარში 1 ბოთლ ლუდში 1000 ლარი გადაახდევინეს
"თბილისში, ერთ-ერთ ბარში გერმანიიდან ჩამოსულ ტურისტს ერთ ბოთლ ლუდში 273 ევრო გადაახდევინეს, ერთადერთი 50-ლარიანი კი, რაც ჯიბეში ედო, წაართვეს" – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტურისტის ქართველი მეგობარი თამარ ზაკალაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, გერმანიიდან მაქსი საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა, საღამოს ლუდის დასალევად ბარ „The world is yours“-ში წავიდა, შეუკვეთა ერთი ლუდი, თუმცა ბარმენმა გოგოს დაუძახა, რომელმაც შამპანური აიღო.
საბოლოოდ, ტურისტს 950 ლარის გადახდა მოსთხოვეს.
„ჩემი გერმანელი მეგობარი, უსაყვარლესი და უკარგესი ბიჭი, მაქსი, არის ჩამოსული დასასვენებლად, გუშინ საღამოს მარტო გავიდა ლუდის დასალევად, შევიდა ბარში სახელად „the world is yours“ სამყარო შენია, სადაც შეუკვეთა ერთი ლუდი, თუმცა როგორც ხშირად მომხდარა მეპატრონემ თუ ბარმენმა, თვითონაც ვერ გაიგო ვინ იყო, დაუძახა ერთ-ერთ გოგოს, რომელმაც შეუკვეთა შამპანური, ალბათ გეცნობათ ეს სიტუაცია, გამოსვლისას მოუტანეს ჩეკი, სადაც ლუდს 950 ლარი ეწერა, როცა რეალურად 15 ლარი ღირდა, ასევე ქვითარში იყო შამპანური, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეუკვეთავს.
როცა 15 ლარის გადახდა და გასვლა მოინდომა, გაბრაზდა ის ტიპი, სხვა ოთახში „გაიყვანა“ და მოსთხოვა ფული, მაქსსაც შეეშინდა, არ იცოდა რა ექნა, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია და სულ მარტო იყო, ამიტომ 273 ევრო თავისი გერმანული ბარათით გადაახდევინეს (950 ლარი) ასევე ერთადერთი 50 ლარი რაც ჯიბეში ედო ისიც წაართვეს, სამწუხაროდ", – წერს თამარ ზაკალაშვილი.
მისი თქმით, „გესთჰაუსში“ დაბრუნების შემდეგ, ბიჭმა პოლიცია გამოიძახა და დღეს განყოფილებაში დაიბარეს. ბარზე მსგავსი შინაარსის ისტორია კი მედიაში მანამდეც გავრცელებულა.
"ეს ბარი დღემდე მუშაობს და არც დაკეტავენ ალბათ, რადგან ვიღაცას აწყობს ან ვიღაც მფარველობს მსგავსი ტიპის ადგილებს, რამდენიმე გოგოსგანაც გამიგია, რომ მუშაობდნენ მსგავს ადგილას რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი!
სიმართლე რომ გითხრათ, მედარდება მხოლოდ მაქსის ფული, რომლითაც უნდა ყოფილიყო აქ 4 თებერვლამდე, თან ძალიანაა საქართველოზე შეყვარებული, ისე კარგად ვატარებდით დროს, კიდევ ჰქონდა დაგეგმილი აქ ჩამოსვლა და უაღრესად მტკივა გული იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მოხდა, თორემ მსგავს ადგილებს რომ არ დაკეტავენ და პირიქით, უფრო მეტი ასეთი ამბები ხდება, კი ვხედავთ ყველა...", – წერს თამარი ზაკალაშვილი სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები:
🔳 “თავი გმირი მგონია“ - რატომ ფიქრობს ასე, დათო ლიკლიკაძე და რისკენ მოუწოდებს საზოგადოებას
🔳 პროკურატურა: ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...































